როგორც "დილაში" გვითხრეს, ექიმების ვარაუდით, ფოფხაძე დაახლოებით ორ კვირაში დადგება ფეხზე, მერე კი ისიც გაირკვევა, როდის დაუბრუნდება მინდორს.
რაც შეეხება "დილას" გამოცდილ ფორვარდს, 32 წლის ირაკლი მოდებაძეს, ის უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში. ტრავმის გამო მას ძალიან ბევრი გაუცდა.
ცნობილია, რომ ის
მოდებაძე გორული კლუბისთვის დიდი ძალაა. სამწუხაროდ, ის ბოლომდე ვერ მოერია ქრონიკულ ტრავმებს. არადა, უკანასკნელი პერიოდის ქართულ ფეხბურთში მისი გაქანების ფორვარდი ბევრი არ ყოფილა...
"სამტრედიასთან" შეხვედრას რაც შეეხება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა "დილასთვის" და, კერძოდ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი დეკანოსიძისთვის. სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა, დარჩება ის ამ პოსტზე თუ გუნდს ახალ მწვრთნელს დაუნიშნავენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"