გორის "დილა": ირაკლი მოდებაძე ვარჯიშობს, გიორგი ფოფხაძე ორ კვირაში...

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გორის "დილას" მცველმა გიორგი ფოფხაძემ მძიმე ტრავმა მიიღო თბილისის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც და მკითხველისთვისაც საინტერესოა, როდის შეძლებს 30 წლის მოთამაშე ჯერ ფეხზე გავლას (ამ დროისთვის წოლით რეჟიმშია), მერე კი კარიერის განახლებას.

როგორც "დილაში" გვითხრეს, ექიმების ვარაუდით, ფოფხაძე დაახლოებით ორ კვირაში დადგება ფეხზე, მერე კი ისიც გაირკვევა, როდის დაუბრუნდება მინდორს.

რაც შეეხება "დილას" გამოცდილ ფორვარდს, 32 წლის ირაკლი მოდებაძეს, ის უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში. ტრავმის გამო მას ძალიან ბევრი გაუცდა.

ცნობილია, რომ ის
ვერ ითამაშებს ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც "დილა" "სამტრედიას" ესტუმრება. მოგეხსენებათ, "ეროსი მანჯგალაძეზე" ხელოვნური საფარია და ახალგამოჯანმრთელებული ფეხბურთელისთვის ასეთ მოედანზე თამაში სარისკოა. სამაგიეროდ, ამ ტურის შემდეგ ჩემპიონატში პაუზაა და მოდებაძეს ექნება საშუალება, ამხანაგურ მატჩებში აღიდგინოს ფორმა, მერე კი ოფიციალურ შეხვედრებშიც შეეშველოს გუნდს.

მოდებაძე გორული კლუბისთვის დიდი ძალაა. სამწუხაროდ, ის ბოლომდე ვერ მოერია ქრონიკულ ტრავმებს. არადა, უკანასკნელი პერიოდის ქართულ ფეხბურთში მისი გაქანების ფორვარდი ბევრი არ ყოფილა...

"სამტრედიასთან" შეხვედრას რაც შეეხება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა "დილასთვის" და, კერძოდ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი დეკანოსიძისთვის. სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა, დარჩება ის ამ პოსტზე თუ გუნდს ახალ მწვრთნელს დაუნიშნავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოფხა მალე გამოჯანმრთელდით, ქართულ ფეხბურთს ჭირდებით.
გიო
14:44 22-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული