გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?

AutoSharing Option
ქართულ საფეხბურთო კულუარებში ითქვა - შესაძლოა, გორის "დილა" 48 წლის გიორგი დარასელიამ ჩაიბაროსო. ზივ ავრაამ არიეს წასვლის შემდეგ ორი მატჩის განმავლობაში გუნდს მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე მოძღვრავდა...

დარასელია გორში შინაური კაცია. ის უკვე ხელმძღვანელობდა "დილას" 2012 წელს. ჩვენი ინფორმაციით, მისი კანდიდატურა მართლაც განიხილება, მაგრამ ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია. არც ის არის გამორიცხული, გორელთა მთავარ მწვრთნელად მუშაობა დეკანოსიძემ გააგრძელოს.

მოგეხსენებათ, მისი თავკაცობით გორულმა კლუბმა ორი მატჩი ჩაატარა. ჯერ იყო და, უშანსოდ მოუგო ქობულეთის "შუქურას", მერე კი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა მოქმედ ჩემპიონ
"სამტრედიასთან", თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებულ მატჩში გორელებს ნამდვილად უნდა ჰქონოდათ პრეტენზია მსაჯობაზე, გიორგი პაპავას მიმართ ზედმეტად მკაცრი სასჯელის გამო...

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, "ლელო" დაუკავშირდა "დილას" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც გვითხრა:

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ დროისთვის მწვრთნელის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ჩვენი გუნდი ახლა შვებულებაშია. თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი დეკანოსიძეს, ვინც ბოლო ორ შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს".

რაც შეეხება დარასელიას, მოგეხსენებათ, ის კარგახანს ისრაელში თამაშობდა და იქვე დაიწყო სამწვრთნელო კარიერაც. იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი "ქფარ საბაში", "ბნეი სახნინსა" და ჰაიფას "მაკაბიში". დამოუკიდებლად წვრთნიდა "დილას", "სკა ენერგიას", "ზუგდიდსა" და ქუთაისის "ტორპედოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვის ეკითხები?
აფსკფს
15:10 22-06-2017
0
დარასელია არის მოხეტიალე მწვრთნელი,ერთ ადგილას ვერ ჩერდება,ან არ აჩერებენ მსი დადებული შედეგების გამო.
თენგო
16:23 22-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული