"დინამოს" გიორგი ჩაკვეტაძეც ტოვებს? 17 წლის ფეხბურთელით "გენტი" დაინტერესდა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ თბილისის "დინამოდან" გიორგი პაპუნაშვილი და საბა ლობჟანიძე წავიდნენ. გაურკვეველია ბაჩანა არაბულის ბედი. არსებობს ვარაუდი, რომ გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს, მაგალითად - გიორგი ჩაკვეტაძე.

როგორც გვიმტკიცებენ, მას კონტრაქტის გაფორმებას ბელგიური "გენტი" სთავაზობს, ოღონდ წლის ბოლომდე იჯარით "დინამოში" დარჩება. მაგრამ გიორგი ჯერ 17 წლისაა, სრულწლოვნებამდე კი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არავინ აიყვანს.

ასევე კითხვებია სხვებთან დაკავშირებითაც. "დინამოდან" ფეხბურთელთა შესაძლო წასვლაზე სინანულით ლაპარაკობენ გულშემატკივრები, რომელთაც ძალიან მოსწონთ ღონიერი
და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე "დინამო". პროგრესი თამაშიდან თამაშამდე იგრძნობა, რაც კახა კაჭარავას დამსახურება და კარგი ფიზიკური მომზადების შედეგია.

ცხადია, სასიხარულო იქნებოდა, ფეხბურთელებს ევროპის ძლიერ კლუბებსა და ჩემპიონატებში რომ იწვევდნენ, სადაც მოუმატებენ და მერე ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან...

მაგრამ ჩვენი ფეხბურთის სახელი და რეიტინგი ამის ფუფუნებას არ გვაძლევს და ნიჭიერი ქართველები მოკრძალებულ კლუბებში მიდიან. გულშემატკივარს კი სწორედ ეს სწყინს, რადგან ამ "დინამოს" უფრო მეტი პროგრესის და მომავალ ევროსეზონში წარმატებული თამაშის პერსპექტივა გააჩნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ასე არ განვითარდება, არც დინამო და არც ქართული ფეხბურთი. დინამო მართლაც დიდ სიმპატიებს იმსახურებდა და სანახაობრივ თამაშსაც თამაშობდა, სწორედ იმ ფეხბურთს რამაც შეიძლება ქომაგი მიიყვანოს სტადიონზე და დადიოდა კიდეც ხალხი დინამოზე იმაზე მეტი ვიდრე ადრე და ასე ეტაპობრივად დაიწყებს გულშემატკივარი ქომაგობას. მაგრამ წამყვანი ფეხბურთელების ასე ადრეულად გაშვება მხოლოდდამხოლოდ უარყოფითად აისახება ქართულ ფეხბურთზე. ჯერ რამე ღრებული შექმნან და მერე წავიდნენ უკეთეს გუნდებში არ ჯობია? ვის თუარა დინამოს მაინც უნდა ქონდეს მაგის ფუფუნება.
გულშემატკივარი
11:50 24-06-2017
0
რა ხდება ამ დინამოში ნიჭიერ ფეხბურთელებს როგორ უშვებთ ასე მარტივად..გუნდს ვაკეთებტო მომავლისთვის და ეს რას გავს გაუგებარია.
პაატა
00:08 24-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული