"დინამოს" გიორგი ჩაკვეტაძეც ტოვებს? 17 წლის ფეხბურთელით "გენტი" დაინტერესდა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ თბილისის "დინამოდან" გიორგი პაპუნაშვილი და საბა ლობჟანიძე წავიდნენ. გაურკვეველია ბაჩანა არაბულის ბედი. არსებობს ვარაუდი, რომ გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს, მაგალითად - გიორგი ჩაკვეტაძე.

როგორც გვიმტკიცებენ, მას კონტრაქტის გაფორმებას ბელგიური "გენტი" სთავაზობს, ოღონდ წლის ბოლომდე იჯარით "დინამოში" დარჩება. მაგრამ გიორგი ჯერ 17 წლისაა, სრულწლოვნებამდე კი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არავინ აიყვანს.

ასევე კითხვებია სხვებთან დაკავშირებითაც. "დინამოდან" ფეხბურთელთა შესაძლო წასვლაზე სინანულით ლაპარაკობენ გულშემატკივრები, რომელთაც ძალიან მოსწონთ ღონიერი
და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე "დინამო". პროგრესი თამაშიდან თამაშამდე იგრძნობა, რაც კახა კაჭარავას დამსახურება და კარგი ფიზიკური მომზადების შედეგია.

ცხადია, სასიხარულო იქნებოდა, ფეხბურთელებს ევროპის ძლიერ კლუბებსა და ჩემპიონატებში რომ იწვევდნენ, სადაც მოუმატებენ და მერე ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან...

მაგრამ ჩვენი ფეხბურთის სახელი და რეიტინგი ამის ფუფუნებას არ გვაძლევს და ნიჭიერი ქართველები მოკრძალებულ კლუბებში მიდიან. გულშემატკივარს კი სწორედ ეს სწყინს, რადგან ამ "დინამოს" უფრო მეტი პროგრესის და მომავალ ევროსეზონში წარმატებული თამაშის პერსპექტივა გააჩნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
უნდა წავიდნენ აბა რა უნდა ქნან. წელს დინამო ევროთასებზე არ ასპარეზობს, ამიტომ ამ ბიჭებს მომავალ წლამდე ევროსარბიელზე თავის გამოჩენის შანსი არ აქვთ. ესენი წავლენ და აკადემიიდან მოვა ახალი შევსება, რომლებიც რთულად მაგრამ მაინც შეძლებენ დინამო მიიყვანონ ჩემპიონობამდე, ხოლო მომავალი წლის ამ დრომდე ეს ახალი ბიჭბიც მიიღებენ გამოცდილებას და 2018 ჩემპიონთა ლიგის შესარჩევსზე კარგად წარმოაჩენენ თავს, ხოლო ეს წასული ბიჭები ევროპაში იტყვიან თავის სათქმელს.. ასე რომ ყველაფერი კარგად მიდის, ნუ ნერვიულობთ :)
dave
23 ივნისი 2017 16:46
0
ფიფიას რო კითხო აკადემიის ,,წიწილებს" ველოდებიო და ნეტა რისთვის ელოდებოდა, 2 კაპიკად რო გაეყიდა?... მთელი წელია დარჩენილი საგაისო ევროტურნირებამდე სადაც დინამო უეჭველი ითამაშებს (მინიმუმ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოში) და იმის მაგივრად რო აქედანვე დაიწყონ გუნდის შენება, ჩანასახშივე გამოჩენილ პერსპექტიულ ფეხბურთელებს ასხვისებენ?... გუნდი ვისიიცა ისე მოიქცევა როგორც უნდა, მილიონების ინვესტიცია განახორციელა, მარა სადაა ლოგიკა?
Irakli apkhaidze
23 ივნისი 2017 16:38
0
მალე დინამო შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:ლიტოვჩენკო,ფიფია,ლევან სალუქვაძე,კაჭარავა და ა.შ.
კახა ქირია
23 ივნისი 2017 16:35
0
ერთი და იგივე მეორდება სეზონიდან-სეზონამდე, გუნდი იშლება, მოთამაშეები მიდიან აბსოლიტურად ყველგან, ოღონდ გასაქცევი ნახონ სადმე. რაა ეს, რა უბედურებაა? ან რას გვაბოლებენ ამ ზღაპრებით აი ახალ გუნდს ვაშენებთ და ერთ-ორ წელიწადში ევროტურნირებზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ და მსგავსი სიცრუეები. ან ამ ახალგაზრდა ბიჭებს რა სჭირთ, სად გარბიან საერთოდ არ უყურებენ ვინ ეპატიჟება და რას წარმოადგენს? ვინ დამაჯერებს რომ ამათ ფულზე მეტად სპორტული ინტერესი გააჩნიათ:):):)
ანესთეზეოლოგი
23 ივნისი 2017 16:28
0
არ უნდა ამ ხალხს ნორმალული გუნდის გაკეთება და ...
guri
23 ივნისი 2017 16:16
0
რამდენად მართებულია წახვიდე არა ამბიციურ გუნდში ამას დრო უკვე ვეღარ გვიჩვენებს,რადგან უკვე გვიჩვენა...
კანკავა.. პარუნაშვილი..დაუშვილი..
ლორია და კიდევ უამრავი...
იოსებ
23 ივნისი 2017 16:08
0
ისევ იგივე გრძელდება,რომელიმე ევროპული ლიგის წინ გუნდი იშლება,მერე უნიჭო ლეგიონერებით შეავსებენ,ფუჭ იმედებს მოგვცემენ,სტადიონზე მიგვიყვანენ,თავს შეირცხვენენ,ჩვენც შეგვარცხვენენ,მერე ისევ გაახალგაზდავებას მოინდომებენ,ნახევარ გუნდს გაყრიან,სპორტულ დირექტორს ზედ მიაყოლებენ,მერე ისევ ლიგაზე გასვლას დაისახავენ მიზნად...და ტირალებენ ერთ ადგილას.სომხეთის გუნდები შეგვასწრებენ ლიგაზე,აზერებზე აღარაფერს არ ვამბობ უკვე.უამბიციო კაცი ყოფილა ფიფია
levan
23 ივნისი 2017 16:07
0
რათქმაუნდა შესუსტდება დინამო ამათი წასვლით მაგრამ არიან სხვა ბიჭებიც იგივე დინამოში არანაკლებ ნიჭიერები ვინც ამათ ჩაანაცვლებს
a
23 ივნისი 2017 16:03
0
დინამოა თუ სტამბოლის ბაზარი. ასე მუქთად ლიდერი ბიჭების გაყიდვა არ ივარგებს.
kika
23 ივნისი 2017 15:47
0
გაასხა ისევ "ფიფიას პროექტმა"..
ქუთაისელი
23 ივნისი 2017 15:28
0

სიახლეები პოპულარული