"სამტრედიის" ფანკლუბი: ასე გვგონია, ქართველები "ყარაბაღს" უფრო ქომაგობენ...

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფანკლუბმა "მტრედებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს.

"სხვადასხვა საიტსა და სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობთ და გვგონია, რომ ქართველები "სამტრედიაზე" მეტად "ყარაბაღს" გულშემატკივრობენ!

ნაცვლად იმისა, რომ ბიჭებს შემართება მისცეთ, გაამხნევოთ და თამაშისთვის შეამზადოთ, პირიქით იქცევით: მათ ლანძღავთ და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებთ.

სირცხვილია! სად დაკარგეთ ქართველობა?! ცუდია თუ კარგია, ჩვენი გუნდია, საქართველოს სახელით გამოდის და ჩვენი თანადგომა სჭირდება!

პირადად ჩვენ არასოდეს დავწერთ და არასოდეს ვიტყვით ცუდს ქართულ კლუბებზე, რადგან ჩვენია. კარგად ჩანს უკვე რამდენიმე წელია თქვენი განწყობა "სამტრედიის" მიმართ.
ვიცით, რომ ბევრს გინდათ, შევრცხვეთ და გამოვვარდეთ, მაგრამ იცოდეთ, კრიტიკა და ლანძღვა უფრო გვაძლიერებს და უფრო მეტად გვიჩენს მოგების სურვილს...

წარმატებები "ტორპედოს," "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" ევროტურნირებზე... გვჯერა, რომ ამ ეტაპს გადავლახავთ და თავს არ შევირცხვენთ. ჩვენ ქართველები ვართ და ფარ-ხმალს არასდროს ვყრით!", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტატბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები შეახვედრა. მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ნიკა გეთანხმები, მე ბათუმელი ვარ, ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ ჩემპიონატში მაგრამ ევროთასებზე ზუსტად ისე ვგულშემატკივრობ ყველა ქართულ გუნდს როგორც ბათუმს, ბათუმი ჩემი ქალაქია და საქართველო ჩემი ქვეყანა. ყველამ უგულშემატკივრეთ და თან გააკრიტიკეთ ყველა გუნდიიიი.
roma
04 ივლისი 2017 15:17
0
დაიხსომეთ ჩემი სიტყვა და არ დაიწყოთ მერე ნეტარ არიან მორწმუნენიო! სამტრედია აუცილებლად გადალახავს ყარაბაღის ბარიერს და ამით ბევრი მართლაცდა გაკვირვებული დარჩება! მითუმეტეს ცოტა გვაქვს ფეხბურთში იმის მაგალითები სუსტი და ღარიბი კლუბები თუ ნაკრებები ბობოლებს და გრანდებს რომ ამრცხებენ? უნდა გწამდეს და უნდა გჯეროდეს წარმატებისა და მოგებისა პირველ რიგში კი თვითონ ფეხბურთელებს , არა ნაკლებ ქართველ გულშემატკივარს. საერთაშორისო არენაზე წინასწარ წაგებულის მენტალიტეტით არც თამაში ივარგებს და მითუმეტეს ბალეშიკობა აქ ყველანი მხოლოდ უნდა გავერთიანდეთ და ქართულ კლუბებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ! ჩემპიონატშიკი- კი ბატონო ყოველთვის ღირსეულმა გაიმარჯოს!
ქომაგი
26 ივნისი 2017 00:04
0
საქართველოში საკუთარ დედასაც აგინებენ სიტყვით, მაგრამ დედა ყველას უყვარს,ჩვენს ფეხბურთსა და ფეხბურთელებსაც აგინებენ,მაგრამ ისიც უყვართ.უბრალოდ ყიამყრალი ხალხია ეგენი და მოდას აყოლილი,ჰგონიათ აუგის თქმა მაგარი ბიჭობაა.
სოსო
24 ივნისი 2017 22:17
0
ნიკა გაიხარე, ნამდვილი ქართველი ხარ კარგადაც ამბობ ჩემი სამშობლო საქართველოაო, ესაა ქართული აზროვნება რომელიც მისასალმებელია.დიახ ნამდვილ ქართველთათვის სამშობლო საქრთველოა. ტელევიზიით და ინტერნეტით ტვინ მოღრეცილებზე რა უნდა ვთქვათ. ჩვენ ფეხბურთი და სპორტი განსაკუთრებულად იმიტომ გვიყვარდა ვქომაგობდით, რომ გვაერთიანებდა და ერთად ვიბრძოდით საქართველოს სასახელოდ. კიდევ უფრო ძალიან გამეხარდებოდა თუ თქვენ ახალგაზრდა ხართ და ასე აზროვნებთ.
gizog
24 ივნისი 2017 17:29
0
გულშემატკივრების 80% სამტრედიის გამარჯვების მონატრულია!!....კლავიატურის ლომები კი არც არიან გულშემატკივრები...ისინი დაბოღმილი ხალხია...
არტაგი
24 ივნისი 2017 14:30
0
არა ჩემო კარგებო, ყარაბაღს კი არ ვქომაგობთ. უბრალოდ გული გვწყდება, იმხელა უფსკრულია სამტრედიას, ტორპედოს, ჩიხურას, დინამოს დონესა და ყარაბაღს შორის. სხვა სისწრაფეები, ფიზიკა, თუნდაც ტაქტიკურ განსწავლულობასა და ტექნიკაშიც კი ჩამოვრჩებით. სამწუხაროდ იქ ფული იდება, ჩვენთან კი კლუბის შენახვა და პატრონობა დაახლოების გერმანიის სამოყვარულო ლიგის დონეზეა და რეალისტურად ვხედავთ სურათს.არ გინდათ ეგ პათოსი და გულზე მჯიღის ცემა, ჯანსაღი კრიტიკით და მოთხოვნით უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი და არა ასე - ყველას თავს ნუ მოატყუებინებთ...
Levani
24 ივნისი 2017 10:48
0
მიდიტ ყარაბახს .... გროვასს მოიგებს სამტრედია ტავი არ დაზოგონ ბიჩებმაა
zugdidi
24 ივნისი 2017 10:12
0
ფანკლუბის წევრებს . ის უფროა სირცხვილი ყარაბახს რომ 1,25 აქვს კოეფიციენტი, ის გირჩევნიათ კლუბის მართველებს მოსთხოვოდ რატო ასუსტებენ ყოველ წელს შემადგენლობას ,ნაცვლად გადძლიერებისა ? კიდე რომ შერცხვებით მერე ვიღას დააბრალებთ?ალბათ აქ კომენტარის დამწერებს ...
დათო ...
24 ივნისი 2017 09:58
0
სწორედაც უნდა გააკრიტიკო როცა გული შეგტკივა, აბა რას გავს ამ კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა?ორი - სამი წლით არ ინარჩუნებენ შემადგენლობას მაგიტომაც არ ექნებათ შედეგი .სამტრედიის ფანკლუბს ურჩევნია კლუბის მართველებს მისცენ რჩევები და არა აქ კომენტარის დამწერებს...
დათო რუსთავიდან
24 ივნისი 2017 09:49
0
რამდერჯერ აკვს სამტრედიას კარაბახი გ აბანზებული გადაავლეტ სტატისტიკას ტვალი.გაბალას მოვუგეტ კარაბახსაც მაგარ ომს გამოუცხადებს ბიჯები რიტა ზლიერი 32 34 36 ალბანელი სერბი და სჰამოცერილი ესპანელებიტ
emzari
24 ივნისი 2017 00:29
0

სიახლეები პოპულარული