თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი მეკარე გიორგი ბეგაშვილმა, ნახევარმცველმა ცოტნე მესხმა და თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემ დატოვეს. სამივე ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

ცნობილია, რომ 26 წლის ბეგაშვილი გორის "დილაში" დაბრუნდება, რაც შეეხება მესხსა და კვერნაძეს, ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ ისინი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის "დინამო" გიორგი პაპუნაშვილსა და საბა ლობჟანიძეს დაემშვიდობა, რომლებიც კარიერას, შესაბამისად, ესპანურ "სარაგოსასა" და დანიურ "რანდერსში" გააგრძელებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგ დროს მოიცილენ.
ქუთაისელი
15:08 27-06-2017
0
იმედია ახალწვეულები კარგად ჩაჯდებიან კაჭოს მონახაზში. წელს აუცილებლად ჩემპიონობა და მომავალ წელს ევროთასები. წარმატებები დინამოს
გურამი
15:16 27-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული