რიბეირო და ეტუ წავიდნენ, აბუბაქარს იწვევენ... გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია

AutoSharing Option
გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია - ეროვნულ ლიგაში მეორე წრის დასრულების შემდეგ გუნდი რამდენიმე მოთამაშემ, მათ შორის, ლეგიონერებმა დატოვეს.

ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თქმით, "დილადან" უკვე წავიდნენ თენგიზ წიქარიძე, ბრაზილიელი ლეანდრო რიბეირო და კონგოელი რომარიკ ეტუ. შეთავაზებები აქვს ნიგერიელ მცველ ალიუ აბუბაქარსაც, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა...

"დილა" დატოვა თენგიზ წიქარიძემ. თქვენ იცით, რომ ის ნახევარდაცვის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და ახლა კარიერას ისრაელის კლუბ ფეთახ-თიკვას "ჰაპოელში" გააგრძელებს. ეს არის ძალიან ამბიციური გუნდი, რომელიც მიჩვეულია უმაღლეს ლიგაში თამაშს, მაგრამ რიგი მიზეზების
გამო დღეს აღარ არის იქ და დაბრუნება უნდა...

დაგვტოვა "დილას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრაზილიელმა შემტევმა ლეანდრო რიბეირომაც. ის კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ნეთანიას "მაკაბიში" გააგრძელებს. აღარ არის გუნდში მცველი რომარიკ ეტუც. ჩვენი გუნდის მცველ ალიუ აბუბაქარს აქვს შეთავაზებები, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ის "დილაში" დარჩება.

აქვე ვიტყვი, რომ დავიმატეთ მეკარე გიორგი ბეგაშვილი.

ფეხბურთელების დამატებას ვგეგმავთ როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მაგალითად, წიქარიძის პოზიციაზე ველოდებით ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევარმცველ პედრინიოს. რჩება ერთი ლეგიონერის ადგილი და ესეც შეივსება. ყველანაირად ვეცდებით, გუნდი ქართველი ფეხბურთელებითაც გავაძლიეროთ", - განაცხადა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში დარასელიამ.

გორის "დილა" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი, კობიაშვილო გაახილე თვალები როგორ უაზროდ ფლანგავენ სახელმწიფო თანხებს, იაფ ბაზრად აქციეს ქართული ფეხბურთი, ვინ ვის სად ყიდის კაცი ვერ გაიგებს.
dato
28 ივნისი 2017 16:09
0
არა და იძახდნენ გასხვისდა "დილა" და ეშველა,მალე ლიგაზე გავაო.ხომ ნახეთ რომ გასხვისება პანაცეა არ არის,მთავარია ვინ იყიდა გუნდი(რამდენი ფულის დახარჯვას აპირებს)და რა მიზნებითაა მოსული(მარტო ფულის საშოვნად თუ გუნდისთვისაც შეტკივა გული) მასე "ტორბედოც" გასხვისდა,მაგრამ ახალ მფლობელსა ჯერ 1კაპიკიც არ დაუხარჯავს გუნდის გასაძლიერებლად.
mamulo
28 ივნისი 2017 16:01
0
რიობეირუს გაშვება შეიძებოდა ხელიდან?!!
ან ვაგნერ გინსალვეშის
gionat
28 ივნისი 2017 15:51
0
ro gekitxat didi miznebi qondat, yvela chven gvatyuebs da chvenc gvjera ra sisuleleebis
gori
28 ივნისი 2017 15:50
0
სადაც მივიდა სულ იყომარა და გაუბედურა გუნდები და ბოლოს ველა გუნდიდან აგდებენ.. ეგ კაცი პულს აკეტებს მხოლოს ყომარიტ
exla naxet daraselias gayiduli tamashebi
28 ივნისი 2017 15:39
0
ლეანდრო დიდი დანაკლისია, მაგრამ არანაკლებ ძლიერი ფეხბირთელები მოვლენ. ეს პედრინიო ძალიან მაჰარი ნახევარმცველი ჩანს, საკმაოდ გაგვაძლიერებს
ეჰეი
28 ივნისი 2017 15:25
0
ესე დიდი ხანი ვერაფერს მივაღწევთ
g
28 ივნისი 2017 15:14
0
ori normaluri feburteli iko ribeiro gorshi gonzalezi saburtaloshi da orive tavida, aba normaluri vin gacherdeba ak))))
kakha
28 ივნისი 2017 14:52
0
არადა რეებს იძახდნენ დილას უფროსები :))))))))) ღადაობთო რა ნახევარწლიანი გუნდიო კაცო, ლიგას ვუმიზნებთო :)))))))) ლეანდროს გარდა პროფესიონალი ფეხბურთელი არც გყავდათ გუნდში სხვა
goga
28 ივნისი 2017 14:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული