ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თქმით, "დილადან" უკვე წავიდნენ თენგიზ წიქარიძე, ბრაზილიელი ლეანდრო რიბეირო და კონგოელი რომარიკ ეტუ. შეთავაზებები აქვს ნიგერიელ მცველ ალიუ აბუბაქარსაც, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა...
"დილა" დატოვა თენგიზ წიქარიძემ. თქვენ იცით, რომ ის ნახევარდაცვის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და ახლა კარიერას ისრაელის კლუბ ფეთახ-თიკვას "ჰაპოელში" გააგრძელებს. ეს არის ძალიან ამბიციური გუნდი, რომელიც მიჩვეულია უმაღლეს ლიგაში თამაშს, მაგრამ რიგი მიზეზების
დაგვტოვა "დილას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრაზილიელმა შემტევმა ლეანდრო რიბეირომაც. ის კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ნეთანიას "მაკაბიში" გააგრძელებს. აღარ არის გუნდში მცველი რომარიკ ეტუც. ჩვენი გუნდის მცველ ალიუ აბუბაქარს აქვს შეთავაზებები, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ის "დილაში" დარჩება.
აქვე ვიტყვი, რომ დავიმატეთ მეკარე გიორგი ბეგაშვილი.
ფეხბურთელების დამატებას ვგეგმავთ როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მაგალითად, წიქარიძის პოზიციაზე ველოდებით ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევარმცველ პედრინიოს. რჩება ერთი ლეგიონერის ადგილი და ესეც შეივსება. ყველანაირად ვეცდებით, გუნდი ქართველი ფეხბურთელებითაც გავაძლიეროთ", - განაცხადა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში დარასელიამ.
გორის "დილა" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
ან ვაგნერ გინსალვეშის