ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი

AutoSharing Option
ოთარ კობახიძემ პროფესიულ დონეზე პირველი ნაბიჯები საკმაოდ დამაჯერებლად გადადგა. 21 წლის შემტევი ბოლნისის "სიონის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშე გახლდათ. 16 წლიდან თბილისის "დინამოს" აკადემიაში ვარჯიშობდა, მერე 19-წლამდელების გუნდში გადაიყვანეს, რომელსაც კახა გოგიჩაიშვილი ავარჯიშებდა. ამ გუნდის შემადგენლობაში კობახიძემ გერმანიაში რურის თასი მოიგო და მთავარ "დინამოში" დააწინაურეს, მაგრამ იქ მხოლოდ ვარჯიშობდა და არ თამაშობდა. თბილისელთა მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა გია გეგუჩაძემ კი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ბოლნისის "სიონში" იჯარით გაუშვა, სადაც 33 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

მაგრამ წლეულს კობახიძე არსად ჩანდა. აღმოჩნდა, რომ შარშან
დეკემბერში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

"ტრავმა ბოლნისის "სიონში" თამაშის დროს მივიღე. გარდამავალი ჩემპიონატის პლეი ოფში, განმეორებით შეხვედრაში "შუქურას" რომ ვესტუმრეთ, "ჩელე არენაზე" ჯვარედინი იოგები გამიწყდა. მერე ვიმკურნალე. ამასობაში, იჯარა დამისრულდა, "დინამოში" დავბრუნდი და ვარჯიში დავიწყე.

მაგრამ ტრავმის შემდეგ ვინ დამტოვებდა, "დინამოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე და ახლა თავისუფალი აგენტი ვარ.

სამწუხაროდ, ტრავმის შემდეგ დამივიწყეს და უგუნდოდ დავრჩი. ახლა ვემზადები და იმედს არ ვკარგავ, რომ მეორე წრეში რომელიმე გუნდი დამიკავშირდება", - ამბობს კობახიძე.

საინტერესო ფაქტია: კობახიძის გარდა, ქობულეთის სტადიონზე კიდევ არაერთი ფეხბურთელი დაშავდა და ამ "მადლიანი" საფარის მსხვერპლთა სიაც შეიძლება შევადგინოთ: დავით ვოლკოვი (ბოლნისის "სიონი"), ბაჩანა ცხადაძე ("სამტრედია"), გიორგი გაბედავა, ნიკა მგელაძე, არჩილ ტვილდიანი, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, ბექა ჭკუასელი, დავით კვირკველია (ყველა - ბათუმის "დინამო"), ლაშა ჯაფარიძე, კობა შალამბერიძე, სანდრო გურული, გიორგი კალანდია, გიორგი ჩელებაძე, ირაკლი ჭეჟია (ყველა - "შუქურა"), ერიკ ორიენო ოუმა, გიორგი და ვარლამ კილასონიები, დათო ბოლქვაძე, თამაზ ჟიშკარიანი, ვლადიმირ კორობკა, არფანგ დაფე (ყველა - "კოლხეთი 1913").

კობახიძის აზრით, ამ მოედანზე თამაში ძალიან სარისკოა: "ქობულეთში მარტო მე არ დავშავებულვარ. რაც ვიცი, გაბედავა ბათუმის "დინამოდან" ამის გამო წავიდა, რადგან ხელოვნურ საფარზე ვარჯიში რამდენჯერაც დაიწყო, იმდენჯერ დაშავდა.

"კოლხეთის" მცველი ოუმა ისე დაშავდა, არავინ შეჯახებია. მოედანი კი არა, ბეტონია, ბურთს ვერ გააგორებ, სათამაშოდ კი უვარგისი და საშიშია".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოტო კველაპერი კარგად იკნება
იბარე
04 ივლისი 2017 00:35
0
ოთო გული არ დაიწყვიტო ვიცი რო შრომის მოყვარე კაცი ხარ და შენ დასახულ მიზანს მიაღწევ აუცილებლად გკოცნი და გეხუტები.. თერჯოლიდან
data datunia
03 ივლისი 2017 22:11
0
ოთო გული არ დაგწყდეს. შენ სიტყვას კიდე იტყვი შენ. ძაან მაგარი ხარ და დამიჯერე ძალიან ინანებენ ზოგ ზოგიერთები არ მინდა დავასახელო აქ სახელები და გვარები. ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება ღვთის წყალობით და აი მერე გიყურონ შორიდან. მიყვარხარ ძალიან მაგრად და მაგარი ხარ დაიმახსოვრე ეს. გული არ დაიწყვიტო ძალიან მალე ყველაფერი მაგრად იქნება.
giorgi
03 ივლისი 2017 18:43
0
მერე აკრძალოს ფედერაციამ ამ სტადიონზე თამაშების ჩატარება! რამდენი ფეხბურთელი უნდა დაიმტვრეს, რომ შეცვალონ საფარი? ფეხბურთელები არა გვყავსო, ნაკრების ყველა მწვრთნელი ამას იმიზეზებს წარუმატებლობის ასახსნელად, მაგრამ ვინც გვყავს იმათზეც არ ვზრუნავთ. ისედაც ხანმოკლეა ფეხბურთელის კარიერა და გაუმართავი ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოკლეს ვხდით მას. ვღუპავთ სპორტსმენებს უბრალოდ.
ლუკა
03 ივლისი 2017 17:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული