ქობულეთის "შუქურა": კუტალია წავიდა, სომხიშვილი და ბრაზილიელები მოვიდნენ

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გუნდში რადიკალური საკადრო ცვლილებები დაიწყო. თავიდან, ის ფიქრობდა, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება არარეალური იყო. 18 ტურში ქობულეთელებმა მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს და 7 ქულა დააგროვეს. სწორედ ამ პესიმისტურ ფონზე დააანონსა ჩელებაძემ გუნდის გაახალგაზრდავება, მაგრამ...

- რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...

როგორც ჩანს, ქობულეთელთა პირველკაცმა პოზიცია შეცვალა - როგორც შევიტყვეთ, "შუქურაში" ორი ბრაზილიელი ჩამოვიდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად სწორედ ჩელებაძეს დავუკავშირდით.

"დიახ, ახალი მოთამაშეები მართლაც მოვიწვიეთ. ორი მათგანი ბრაზილიელია - მარსელინიო მარცხენა ფლანგელია,
ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და დაცვაშიც. მეორე კი ფილიპეა, რომელიც ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი გახლავთ.

ხვალ "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიას" ამხანაგურად შევხვდებით და დავაკვირდებით, რა დონის მოთამაშეები არიან.

ამას გარდა, ლიგა 3-ის კლუბ "გორიდან" გამოცდილი მეკარე გიორგი სომხიშვილიც დავიმატეთ", - გვითხრა "შუქურას" დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ კლუბმა და ლევან კუტალიამ კონტრაქტი ორმხრივი სურვილით გაწყვიტეს. 28 წლის შემტევი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ისევ ჯოკერს თამაშობს და ფეხებზე ჰკიდია რეალობა :)
Guadua
13 ივლისი 2017 17:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული