ამ ქვეყნის პირველობის პროფესიული საფეხბურთო ლიგის, მე-2 დივიზიონის ზონა "ცენტრის" ბინადარ მოსკოვის "არარატში" ითამაშებს.
ეს გუნდი წელს, მოსკოვის სომხური ახალგაზრდობის ასოციაციის მიერ დაარსდა და 2017-18 წლების სეზონში მე-2 დივიზიონში თამაშის ლიცენზია მიიღო.
მოსკოვურ "არარატს" ამბიციური გეგმები აქვს. კლუბში სომეხი ფეხბურთელები სჭარბობენ, თუმცა მათთან ერთად, მართალია, ასაკში შესული, მაგრამ რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც ირიცხებიან -
"არარატის" წევრია დავით ხურციძის მსგავსად რუსეთის მოქალაქე და მოსკოვში მცხოვრები 27 წლის ირაკლი კვეკვესკირიც, რომელიც თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ, თამაშობდა რუსულ, უნგრულ და სომხურ კლუბებში, ასევე იყო ლანჩხუთის "გურიაში".
"არარატთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი. რაც არ უნდა იყოს, ოჯახთან ახლოს ვიქნები. "ტორპედოს" კი წარმატებებს ვუსურვებ, მუდამ მისი ქომაგი ვიქნები" - განაცხადა დავით ხურციძემ "ტორპედოს" ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
გარდა ამისა "ტორედოს" ფეხბურთელები ოფიციალურად გახდნენ ლევან კუტალია და ვლადიმირ კორობკა. ოირვე ფეხუბრთელმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით