"ზუგდიდმა" ყირგიზი ლეგიონერი დაიმატა და რუსს ელის

AutoSharing Option
"ზუგდიდის" ფეხბურთელებმა ურეკში 12-დღიანი შეკრება დაასრულეს და თბილისში გაემგზავრნენ. 22 ივლისს, ისინი, მესამე წრის პირველ შეხვედრას ბოლნისში, "სიონთან" გამართავენ.

ურეკში "ზუგდიდი" ასეთი შემადგენლობით ვარჯიშობდა:
მეკარეები - შოთა მამინაშვილი, ვახტანგ ჯომიდავა, მალხაზ ეხვაია;
მცველები - ლევან აკობია, თამაზ აკობია, მაქსიმ კირსანოვი, შერზოტ შაკიროვი, მიხეილ რუხაია, გიორგი მალანია, ზურაბ გელაშვილი, თედო კიკაბიძე;
ნახევარმცველები - დათა ქირია, ნიკა ქირია, ნიკა ლაშხია, ალექსანდრ იგნატენკო, გოჩა ხოჯავა, ცოტნე სამუშია, ირაკლი ჟვანია;
თავდამსხმელები - ბესიკ ჩიმაკაძე, ლაშა კუკავა, გიორგი ფხაკაძე.

დათო მახარაძის გუნდში სამი ახალწვეულია -
ზურაბ გელაშვილი, შერზოტ შაკიროვი და თედო კიკაბიძე, რომლებიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ.

1990 წელს დაბადებული ყირგიზი ლეგიონერი შაკიროვი მარცხენა მცველია და სხვადასხვა დროს თამაშობდა ყირგიზეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებში - "ნეფთჩი", "დორდოი", "ალაი", ყირგიზეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 6 მატჩი.

ზურაბ გელაშვილი წინა წლებში, ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიაში" გამოდიოდა, ხოლო ბოლოს თერჯოლას "საპოვნელაში" ირიცხებოდა. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრიც გახლდათ. თედო კიკაბიძე კი ზუგდიდელებს იტალიის სერია D-ში მოასპარეზე "ანციოდან" შეურთდა.

არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ დღეებში გადაწყდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რუს ლეგიონერთან, რომელიც ამპლუით თავდამსხმელია და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, იგი ზუგდიდელთა რიგებს მალე შეუერთდება. ამ ფეხბურთელზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მახარაძის შეგირდებმა ზღვისპირეთში შეკრება ორმხრივი შეხვედრით დაასრულეს. კლუბი მანამდე სხვა ფეხბურთელებითაც გაძლიერდა. ზუგდიდელთა რიგებში საშემოდგომო სეზონზე ბესიკ ჩიმაკაძე, გოჩა ხოჯავა, ალექსანდრ იგნატენკო და მაქსიმ კირსანოვი იასპარეზებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
არ ვიცი ამ ჯერზე გალელმა გაამართლა თუ არა, მაგრამ ზოგადად ასეთი მსჯელობა რა დონის პროვინციულია რომ ზუგდიდში გალელმა არ უნდა იმუშაოს არც კი ვიცი რა ვთქვა.
ნიკო
04:16 22-07-2017
0
თუ ელ კლასიკოზეა ლაპარაკი ზუგდიდი vs დინამო თბილისი უნდა იყოს სწირედ ელ კლასიკო და ეს დამიბლოკეთ თქვენ
სეპარატისტ
00:12 22-07-2017
0

სიახლეები პოპულარული