ეროვნული ლიგა. XIX ტური: თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი "კოლხეთის" განადგურებით დაიწყო

AutoSharing Option
21 ივლისს თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის XIX ტურში ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

დინამოელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ბექა მიქელთაძემ, ხოლო ლაშა თოთაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი თევზაძემ და ლაშა ქოჩლაძემ თითო გოლი შეაგდეს.

სტუმართა მხრიდან პრესტიჟის გოლი უკრაინელმა ლეგიონერმა იგორ ბროვკომ გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ "დინამოს" 46 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს, ხოლო "კოლხეთს" 17 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კაიტრაა ნუ აზვიადებტ
tf loko
22 ივლისი 2017 16:43
0
ყველა გუნდს რო ქონდეს აკადემია წარმატებაც იქნებოდა
ikio
22 ივლისი 2017 13:33
0
დინამომ კი არ ითამაშა კარგად.ფოთის კოლხეთმა ითამაშა საზიზღრად და იმიტომაც მოუგო დიდი ანგარიშით
maradona
22 ივლისი 2017 13:10
0
გუნდი ხუთი დგის შეკრებილია ფოთს ერთი ამხანაგური თამაში არ უთამაშია ,საწრაფოთ ზომებია მისაგები ,მერე გვიან იქნება
kolxa
22 ივლისი 2017 12:59
0
ფედერაცია უნდა განახლდეს.
ზურაბი
22 ივლისი 2017 12:56
0
ფოთის კოლხეთს ფეხბურთის მოედანი რო არ აქვს რატომ არ წერთ, პატრონი არ ყავს არც ფოთში და არც ფეხბურთის ფედერაციაში
ზურაბ შენგელაია
22 ივლისი 2017 12:27
0
ჟურნალისტებო.
თქვენ როდის დაამთავრებთ პროპვოკატორობას?
აუცილებელია კი ასეთი გამომწვევი და აგრესიული სათაურები? ვის წისქვილზე ასხამთ წყალს? ხომ შეიძლება დაწეროთ - მოუგო დიდი ანგარიშით?
Jango
22 ივლისი 2017 11:42
0
ალსქსანდრე 100% იანი ხარ. ჩემპიონატის ცხრილის "დააფდეითებას" რატო უნდებით დღეები გაუგებარია
გოტ
22 ივლისი 2017 11:08
0
არაპროფესიონალიზმი... დილეტანტიზმი... და SportAll.Ge რაღაა? ჩემპიონატის ცხრილში ახალი მონაცემის შეტანას რათ უნდა დღეები? თქვენ თუ არ მიცემთ მაგალითს, სხვას რას თხოვთ?! ისე მეც მაგარი ვარ, რა! რისთვის ვწერ, მაინც არ დაბეჭდავთ...???
alexandre
22 ივლისი 2017 10:37
0
ნეტა თქვენ მართლა ფეხბურთელები რო გგონიათ თავი. გაანადგურა, გამოანადგურა, ტურის სიმბოლური, საუკეთესო გოლი, ბომბარდირი შმომბარდირი და ჩამოვა ვინმე ყირგიზეთის მესამე ლიგის გუნდის დუბლები, დაგამყნობთ სუყველას რიგრიგობით და წავა.

ნამუსგარეცხილი უთავმოყვარეოები ესენი ფედერაციიან მწვრთნელებიან ფეხბურთელებიანად.

ნუ აფინანსებს სახელმწიფო ჩვენგან გადახდილი გადასახადებით ფეხბურთს.

ფულის საჭრელი დაზგაა
საბა
22 ივლისი 2017 09:52
0

სიახლეები პოპულარული