საბურთალო-ტორპედო 1:2 - ერთ რამედ რომ ღირდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მწირმომენტიანი თამაშები იშვიათად გამოდის ხოლმე კარგი სანახავი, მაგრამ ამჯერად სხვანაირად მოხდა.

მართალია, ქარმა თამაშის მიმდინარეობაში თავისი მნიშვნელოვანი და ნეგატიური როლი ითამაშა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე კარგი თამაში ვიხილეთ. წარმატების მისაღწევად თავი არცერთ გუნდს არ დაუზოგავს.

ამ თამაშის მთავარი ღირსება გოლები იყო. ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში გრიგოლ დოლიძე ულამაზესი გოლების გატანას დაეჩვია და არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი.

პირველ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო "ტორპედოს" ახალწვეულმა გუგა ფალავანდიშვილმა, ვინც დოლიძეს მშვენიერი პასი გააყოლა. გრიგოლი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა
და შორეულ კუთხეში აუღებელი ბურთი "აუჭრა" ლაზარე კუპატაძეს. გოლი ისეთი გამოვიდა, ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეც რომ მოაწერდა ხელს.

მეორე გოლშიც გუნდის ახალწვეულის, ამჯერად ლევან კუტალიას წვლილი იყო, თანაც - სოლიდური. მის მიერ გამომუშავებული საჯარიმო ისევ დოლიძემ შეასრულა - ბურთი "ცოცხალ კედელს" შემოატარა და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა დაუბევა.

"საბურთალოს" ბოლომდე ბრძოლა არ შეუწყვეტია და რამდენიმე ნახევარმომენტიც ჰქონდა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გატანა ბოლოსღა შეძლეს, როცა გიორგი კოხრეიძემ გუნდის ლიდერ გიორგი ხარაიშვილს საგოლედ უპასა.

რაც შეეხება "საბურთალოს" ალბანელ ლეგიონერ ნდუე მუეცის, ჯერ მასზე მსჯელობა რთულია. აქვე ვთქვათ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ორივე გუნდმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები მოისაკლისა - "საბურთალომ" ელვინ ტერა, ხოლო ქუთათურებმა ბექა ტუღუში.

ჩვენი ინფორმაციით, მალე "საბურთალოს" ლაშა იმედაშვილი შეუერთდება. მას ხაბაროვსკის "სკა ენერგიასა" და პენზის "ზენიტში" უთამაშია.

მატჩის სტენოგრამა

23" - გრიგოლ დოლიძის დარტყმას ლაზარე კუპატაძე ადგილზე დახვდა.
28" - 0:1! გუგა ფალავანდიშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ გრიგოლ დოლიძემ ულამაზესი გოლი შეაგდო.
35" - დოლიძის "სტანდარტული" და - 2:0.
42" - როინ კვასხვაძემ შორეული პასი მისცა ვაჟა ტაბატაძეს, რომლის თავური მეკარე კუპატაძემ გაანეიტრალა.
45" - ბექა გვარაძის უაღრესად სახიფათო დარტყმული ოდნავ ასცდა კვასხვაძის კარს.
59" - მარგველაშვილმა თავური დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.
70" - გიორგი კოხრეიძემ შესანიშნავი სოლორეიდი განახორციელა, რამდენიმე მცველი მოატყუა, მაგრამ ვერ გაიტანა.
72" - გიორგი ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ თორნიკე თარხნიშვილმა დაარტყა, მაგრამ ერთ-ერთმა მცველმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.
85" - მუეცის დარტყმულს კვასხვაძე ადგილზე დახვდა.
90" - ხარაიშვილმა კოხრეიძის პასით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ეროვნული ლიგა. XIX ტური

23.07. თბილისი. დავით პეტრიაშვილი
საბურთალო-ტორპედო 1:2
0:1 დოლიძე (28), 0:2 დოლიძე (35),ხარაიშვილი (90)
საბურთალო (4-2-2-3): კუპატაძე - იაშვილი (46. ლაკვეხელიანი), მარგველაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, ჩაბრაძე - თარხნიშვილი, მამუჩაშვილი (73. ქოჩორაშვილი) - გვარაძე, ხარაიშვილი, კოხრეიძე - შინდაგორიძე (55. მუეცი).
სათადარიგოები: გოშაძე, ნადარაია, ცნობილაძე, იმნაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გურული, ქიმაძე - დოლიძე (78. კორობკა), ფალავანდიშვილი, გიგაური, კუხიანიძე (66. ბაბუნაშვილი), კუტალია - კაპანაძე (71. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, მამასახლისი, კვირკვია
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: გიგაური (20), ხარაიშვილი (75), კუტალია (78)
არბიტრი: ჯ. ხორავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტერჩინიიიი))))
alaha
00:54 25-07-2017
0
ეს იყო ორი საწყალი ქართული გუნდის თამაში.არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ფარერებზე დაბალი დონე ვართ უკვე.ერთმანეთს რო უგებთ ეს არაფეტს არ ნიშნავს.გაიგეთ ხალხო.
გოგა
20:13 24-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული