რევაზ ჩელებაძე: მე არ ვარ ქურდი და არასოდეს არაფერი მომიპარავს!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელის მუშაობა გააკრიტიკეს.

მათ შორის აღმოჩნდა ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, რომელიც ქობულეთის "შუქურას" დირექტორია. მან "ლელოს" მეშვეობით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა...

- დავიწყებ ელგუჯა ლობჯანიძის ამბით. თავის დროზე, ლობჯანიძე იჯარის წესით გადავიდა "ორენბურგში". ჩვენ რუსულ კლუბთან გვქონდა მოლაპარაკება, რომ თუ გუნდი შეინარჩუნებდა ადგილს პრემიერლიგაში, მაშინ ელგუჯა კლუბთან გააფორმებდა ერთწლიან კონტრაქტს, ხოლო "შუქურა" მიიღებდა დაახლოებით 100 ათას ევროს.

როგორც
იცით, "ორენბურგმა" ვერ მოახერხა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება და "შუქურამ" ფეხბურთელთან გააფორმა ახალი კონტრაქტი.

აღსანიშნავია, რომ ლობჯანიძე უკვე წასული იყო გუნდიდან, მასთან კონტრაქტი უკვე შეწყვეტილი იყო... მაგრამ, მოულოდნელად, "ორენბურგში" სიტუაცია შეიცვალა - გუნდში მთავარ მწვრთნელად მივიდა თემურ ქეცბაია. მას სჭირდებოდა ლობჯანიძე და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ თემურის ხელში ის კიდევ უფრო მოუმატებდა.

ამიტომ, "ორენბურგთან" გაფორმდა ახალი საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ჩემთვის უზომოდ მტკივნეულია იმის მოსმენა, თითქოს, ვიღაცის ფულს ვითვისებ, ვიპარავ, ან რაღაც ასეთი.

ქართულ ფეხბურთს მე ფულს როგორ მოვპარავ, როცა მას ჩემი მთელი ცხოვრება მივეცი. ყველაფერი ღიაა და საჯარო!

ყველას შეუძლია, ყველაფერი უპრობლემოდ ნახოს! დიახ, მე დავეხმარე ჯანო ანანიძეს კარიერის აწყობაში. მე გავუშვი "რუბინში" საბა კვირკველია. რა, დღეს ცუდად გრძნობენ თავს ეს ფეხბურთელები? მთელი ჩემი ძალისხმევა ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს უკავშირდება. მე არ ვარ ქურდი და არასოდეს არაფერი მომიპარავს!

- მაგრამ თქვენ ხართ სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი კლუბის ხელმძღვანელი და როგორც სხვა თქვენმა კოლეგებმა, მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კერძო ინვესტორი მოიძიოთ. ზოგადად, ამისკენ სწრაფვა თითქოს არ შეიმჩნევა...
- რომ იცოდეთ, ვის არ ვთხოვე, ვის არ ვეხვეწე, ვის არ დავუჩოქე, რომ მოსულიყო კლუბში...

ახლა პირადად თქვენ გაგიმხელთ ექსკლუზიურად - არის ქართველი ინვესტორების ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზული გეგმებით აპირებს კლუბში მოსვლას. უფრო დეტალურად ამ თემაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდება. ერთს კი გეტყვით, რომ ძალიან სერიოზულ ხალხსა და ინვესტიციაზეა ლაპარაკი.

რამდენჯერმე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ საქმე, მაგრამ ჩაიშალა. დიდი იმედი მაქვს, ახლა აღარ ჩაიშლება, თორემ ეს ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასი იქნება.

ქობულეთურ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ორი ასაკობრივი გუნდი, 15 და 17-წლამდელები, გავიდა ოქროს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე და, მგონი, ეს დიდი მიღწევაა. გეტყვით იმასაც, რომ ქობულეთის სტადიონზე იცვლება საფარი და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

ზოგადად, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი სტიმულია. ასევე, ბობოყვათში კეთდება სტადიონი, სადაც გუნდი მომზადებას შეძლებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
vax-vax
25 ივლისი 2017 12:16
"ქუთაისელო"-ქართული ენა და მართლწერა კიდე ვერ ისწავლე? სირცხვილო...ქართული წერა კითხვა ძალიანაც კარგად ვიცი და ზრდილობასტანაც არ ვარ მწყრალად შენგან განსხვავებით ეტყობა ქართული ლომაიას ირმის ნახტომის დრისგაქვს ნასწავლი დდ იცი კი რაარის საერთოდ სირცხვილი.ისე ეტყობა საიტი და თემა შეგეშალა აქ სპორტული საიტია და არა ქართული ენის და ლიტერატურის.პროფესორო
quTaiseli
26 ივლისი 2017 10:48
0
რა გახდა ბოლო ბოლო აჯარასჰი 2 სტადიონის ასჰენება,,,კობულეტსა და ბატუმი...30 000 და 40 000
anzorika.
25 ივლისი 2017 17:18
0
"ქუთაისელო"-ქართული ენა და მართლწერა კიდე ვერ ისწავლე? სირცხვილო...
vax-vax
25 ივლისი 2017 12:16
0
ისევ კომუნისტური მენტალიტეტი:))))) ადრე ვეტერან ფეხბურთელებს რესტორნის დირექტორებად უშვებდნენ და ახლა ან ფედერაციაში ასაქმებენ ან კლუბებში:)))))
შოკირებული გულშემატკივარი
25 ივლისი 2017 10:59
0
რეზო იმ შუაშიარო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლუბში ზის და ხელფას იღებს თან მეპატრონე და პრეზიდენტია კლუბის ხოარვცდები?მემგონი ეგრეა და სად გინახია შე დალოცვილო კერძო კლუბის მფლობელი სახელმწიფოს ხარჯზე იყოსთუ კერძოხარ ესეიგი შენცუნდა გამოიღო ხელიდა არუნდა იყო სახელმწიფოს ხელის შემყურე მარტო.და თუ მუნიციპალური საკუთრებაა კლუბი ვინ დაგნიშნა მანდ პრეზიდენტად რომელმა სახელმწიფო მოხელემ ვინარის პასუხისმგებელი თანხების ხარჯვაზე ვინ აკონტროლებს ხარჯვით ნაწილს.ამ სამი წლის უკანდელი ამბავი გამახსენდა არიქა ქაბაბის და ლიმონათის ვალები გვაქ კლუბებს და ავტობუსის ბენზინის ფულიც არგვაქო რომ იძახოდით რა ფეხბურთის თამაშს გვთხოვთო მილიონი მაინც ჭირდება ამ საქმესო ხოდა ა ბატონო მილიონი ეხლა კიდე შაშიაშვილმა შუქურას მწვრთნელმა აქაოდა ათი მილიონი მაინცაა საჭირო აზერების დონეზე რო ვითამაშოთო ხოდა აგწყობიათ ბიძია ამის მეხოტბეებს საქმე მიეცით წლიურად ათი მილიონი და მერე მოთხოვეთ შედეგი.დდ ვინც ას მილიონს ჩადებს ყოველწლიურად დოლარს რათქმაუნდა ფეხბურთში ის იყოს პრეზიდენტი დღესვე გავაფორმებთ მაგ საქმეს აპა ვნახოთ თუ დადგება რიგი. და ბოლოს ფულს როარ შოულობდენ კლუბების ეგრეთწოდებული პრეზიდენტები ეგრე კიარ იქნებოდენ ჩაბღაუჭებული მაგ თანამდებობას უფულო სამსახური ვისრა ჯანდაბად უნდა.
quTaiseli
25 ივლისი 2017 10:38
0
ჩვენმა ფეხბურთმა იმიტომ ჩაისვარა რომ ესეთები არიან ფეღბურთში, მარტო ამის ბრალი არ არის კოლექტიური ჩელებაძეების ბრალია! საბჭოთა აზროვნების რომ ქვეყანამ უნდა არჩინოს და ამათმა ხელფასები აიღონ! კობიაშვილს და ხეჩიკაშვილს რაც მოუსმინე მგონი ხვდებიან ყველაფერს და იმედია რომ მალე გვეშველება...
დინამო
25 ივლისი 2017 10:37
0
კაი რა, ფეხბურთელს რაც გეკუთვნოდათ, მიიღეთ. ყველგან კლუბი ჩამოშალე,
ფულთან მიმართებაში , ერთი მუშაც კი, (სხვაზე არ ვამბობ) კმაყოფილი არ გყავს. გამოდით და უთხარით მართალი კაცს.
დ.შ
25 ივლისი 2017 07:54
0
რეზოს დაანაებეთ თავი.ჩვენმა ფეხბურთმა კარგა ხანია ალბათ 30 წელზე მეტია რაც,ბოდიში და ჩაისვარა.რეზო რა შუაშია?
gia
25 ივლისი 2017 06:29
0
კობიაშვილმა და მინისტრმა პასუხისმგებლობა მოიხსნეს!თვითონ თურმე მაქსიმუმს აკეთებენ და მენეჯმენტი ღალატობს. უსინდისოდ იტყუებიან
დავით 67
25 ივლისი 2017 00:51
0
მიეცით ამ კაცს შუქურა - ან ქობულეთს სად ყავდა ამაზე დიდი ფეხბურთელი (ჯანო ჯერ პატარაა)) ), ან ჩელეზე მეტი ამაგი ვის აქვს ამ გუნდში? მიეცით, ინვესტორი არა ტოროლა - არავინ ფულს შუქურაში არ გადაყრის. გადაეცით 1 ლარად და ნახავთ მერე როგორ დაალაგებს მენეჯმენტს.
kote
25 ივლისი 2017 00:06
0

სიახლეები პოპულარული