III ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს და I ეტაპზე ეს 20 გუნდი ორ ჯგუფში ("წითელი" და "თეთრი") ტერიტორიული პრინციპით იყო გადანაწილებული.
საინტერესო სიახლე კი ის არის, რომ მეორე ეტაპზე ასევე 2 ჯგუფი იქნება, ოღონდ, "ზედა" და "ქვედა" ჯგუფების გუნდებს განსხვავებული მიზნებისათვის მოუწევთ ბრძოლა.
III ლიგის გათამაშების რეგლამენტის მიხედვით, I ეტაპზე "წითელ" და "თეთრ" ჯგუფში I-V ადგილზე გასული გუნდები
აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მეორე ეტაპზე გუნდებს, პირველი ეტაპიდან მხოლოდ ოთხ თავის თანაჯგუფელთან მოპოვებული ქულები და ყველა სხვა მაჩვენებელი გადაჰყვებათ. "ზედა" და "ქვედა" ჯგუფში პირველობა სექტემბერში განახლდება.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის წლევანდელ გათამაშებაში მართლაც უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა: მერვედფინალში III ლიგის 4 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
თუმცა, ეს კიდევ არაფერი: მესამე ლიგის ერთდროულად სამმა გუნდმა ("შევარდენი 1906", "ნორჩი დინამო", "იმერეთი") შეძლო მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება. მსგავსი პრეცედენტი კი საქართველოს თასის 28-წლიან ისტორიაში არ მომხდარა.
უფრო მეტიც - III ლიგის ერთი წარმომადგენელი, ყველა ვარიანტში, ნახევარფინალშიც იასპარეზებს, რადგან ერთ-ერთ მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან "ნორჩი დინამო" (თბილისი) და "იმერეთი" (ხონი).
რაც შეეხება კიდევ ერთ მესამელიგელს, თბილისის "შევარდენი 1906-ს", მეოთხედფინალების წილისყრისას აშკარად არ გაუმართლა: საქართველოს თასის მოქმედ მფლობელსა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ქუთაისის "ტორპედოს" ხვდება.
I ეტაპის ბოლო ტური
წითელი ჯგუფი
ჭიათურა-სამეგრელო 3:1
იმერეთი-ბეთლემი 1:3
მარგვეთი 2006-სულორი 0:0
სქური-საპოვნელა 0:0
კოლხეთი (ხ)-ოდიში 1919 1:2
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჭიათურა 18 12 4 2 32-14 40
2. იმერეთი 18 9 6 3 20-10 33
3. კოლხეთი 18 8 5 5 25-18 29
4. ბეთლემი 18 7 7 4 34-20 28
5. სამეგრელო 18 6 9 3 20-14 27
6. სულორი 18 7 3 8 20-19 24
7. მარგვეთი 18 5 6 7 21-28 21
8. სქური 18 4 5 9 16-27 17
9. ოდიში 18 3 5 10 13-27 14
10. საპოვნელა 18 1 6 11 7-31 9
თეთრი ჯგუფი
შევარდენი 1906-თელავი 2:0
ჩხერიმელა-ნორჩი დინამო 2:4
ბორჯომი-ლიახვი (ცხ) 3:1
გორი-ალგეთი 2:0
გარდაბანი-მარკ სტარსი 1:0
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. შევარდენი 18 12 2 4 36-19 38
2. თელავი 18 10 5 3 30-18 35
3. ნ. დინამო 18 10 4 4 39-24 34
4. მარკ სტარსი 18 6 7 5 31-29 25
5. გარდაბანი 18 6 6 6 26-24 24
6. გორი 18 6 5 7 26-24 23
7. ბორჯომი 18 6 4 8 16-21 22
8. ალგეთი 18 5 6 7 25-27 21
9. ჩხერიმელა 18 3 6 9 18-31 15
10. ლიახვი 18 2 3 13 17-47 9
"ზედა" ჯგუფში მეორე ეტაპზე გუნდები ორ წრედ იასპარეზებენ და პირველ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად მოიპოვებს ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ორმატჩიან პლეი ოფში დაუპირისპირდებიან ეროვნული ლიგა 2-ში VIII-IX ადგილზე გასულ გუნდებს.
ზედა ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ
1. შევარდენი 8 5 2 1 13-8 17
2. ნ. დინამო 8 4 3 1 13-10 15
3. ჭიათურა 8 4 2 2 8-4 14
4. თელავი 8 3 2 3 15-12 11
5. იმერეთი 8 3 2 3 6-7 11
6. კოლხეთი (ხ) 8 2 4 2 5-6 10
7. ბეთლემი 8 2 3 3 9-11 9
8. სამეგრელო 8 1 5 2 9-9 8
9. გარდაბანი 8 1 3 4 8-12 6
10. მარკ სტარსი 8 1 2 5 12-19 5
"ქვედა" ჯგუფში პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად შეინარჩუნებენ ადგილს III ლიგაში; V-VI ადგილზე გასული გუნდები, რეგიონული ლიგის წარმომადგენლებთან ერთმატჩიან პლეი ოფში შეეცდებიან III ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. "ქვედა" ჯგუფში VII, VIII, IX და X ადგილზე გასული გუნდები კი მომავალ სეზონს რეგიონულ ლიგაში დაიწყებენ.
ქვედა ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სულორი 8 6 1 1 10-2 19
2. გორი 8 4 4 0 15-11 16
3. მარგვეთი 8 4 2 2 11-7 14
4. ბორჯომი 8 4 2 2 10-8 14
5. ალგეთი 8 3 2 3 12-9 11
6. სქური 8 3 2 3 8-10 11
7. ჩხერიმელა 8 2 3 3 5-10 9
8. ოდიში 8 2 2 4 5-9 8
9. ლიახვი 8 1 1 6 7-18 4
10. საპოვნელა 8 0 3 5 4-10 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"