ზურაბ ხიზანიშვილი თბილისის "ლოკომოტივშიც" იმუშავებს

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა და მთავარ გუნდში იმუშავებს. 35 წლის მწვრთნელი გიორგი დევდარიანის ასისტენტი იქნება. ხიზანიშვილმა ლოკომოტივთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

19-წლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ზურამ არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში ითამაშა. 2001 წელს, იგი შოტლანდიურ "დანდიში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა.

"დანდის" შემდეგ, ხიზანიშვილმა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "რეინჯერსში" ითამაშა. შემდეგ იყო ინგლისის პრემიერლიგა და "ბლექბერნ როვერსი". ზურამ ინგლისის ჩემპიონშიფში "ნიუკასლ იუნაიტედისა და "რედინგის" მაისურითაც ითამაშა.

მან კარიერა ბაქოს "ინტერში" 2017 წელს დაასრულა. აზერბაიჯანული კლუბის მაისურით, ხიზანიშვილმა 50 მატჩი
ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

ლევან კობიაშვილის
შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ზურამ ჩაატარა. ეროვნული გუნდის მაისურით, 93 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

იგი სამწვრთნელო A ლიცენზიას ფლობს და თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობის პარალელურად, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში, გია გეგუჩაძის ასისტენტია.

fcloco.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხურას ძალიან ვაფასებ და რა თქმა უნდა,წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
16:30 28-07-2017
0
ზურას სამწვრთნელო კარიერაშიც წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი
17:34 28-07-2017
0

სიახლეები პოპულარული