ამის შესახებ "ლელოს" რუსთავის "მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ უთხრა. 21 მაისს იგი ფედერაციაში აღმასკომის დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ მივიდა.
"ჩვენი პოზიცია ცალსახაა - აღმასკომის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მივიჩნევთ და მის გაპროტესტებას ვაპირებთ. ჩვენი იურისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.
ფეხბურთის ფედერაციაში ვნახე ზვიად სიჭინავა და მას აღმასკომის სხდომის ოქმი ვთხოვე. მითხრეს, რომ მას მხოლოდ მეორე დღეს გადმომცემდნენ.
ხვალ (22 მაისს, რედ.) გავეცნობით ამ ოქმს და ამის შემდეგ უფრო დეტალურად შემეძლება იმაზე საუბარი,
ჩვენ კი ვაპირებთ, "ლელოს" 23 მაისის ნომერში მისი ინტერვიუ შემოგთავაზოთ და "მეტალურგის" პოზიცია უფრო ვრცლად დავაფიქსიროთ.
ბუბა ტყავაძე: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"