"იცით, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ გუნდებმა უკან არ დაიხიეს. არადა, ლიგის აღდგენაზე ყველას ხელი ჰქონდა მოწერილი.
ერთი სიტყვით, დღეისათვის კლუბები ამისათვის მზად არ აღმოჩნდნენ.
დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ეს იდეა მაინც გაიმარჯვებს და პროფლიგა ჩამოყალიბდება.
და თუ ასე არ მოხდა,
მხოლოდ მომხრეებმა ლიგა იმიტომ ვერ ჩამოვაყალიბეთ, რომ ამ იდეას ბევრი აქტიური მომხრე არ ჰყავდა.
საბოლოოდ, ჩამოყალიბდა პრეზიდენტთა საბჭო, რომელსაც ვეტოს უფლება ექნება. ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ჩემპიონატის საპრიზო ფონდად 2 მილიონი ლარი დააწესა. მის განაწილების უფლება კი კლუბებს გვექნება.
გადაწყვეტილია, რომ უმაღლესი ლიგის ყველა შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა. საამისოდ ფეხბურთის ფედერაცია 6 "პე-ტე-ესის" შეძენას აპირებს.
თუ ეს დანაპირები შესრულდება, ძალიან გაგვიხარდება - მეტი გაშუქება იმას ნიშნავს, რომ ნაკლები ნეგატიური მოვლენა მოხდება და მსაჯების შეცდომებისგან მაქსიმალურად ვიქნებით დაცულები", - განაცხადა ფიფიამ.
რომან ფიფია: ზოგიერთმა კლუბმა უკან დაიხია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბები სათათბიროდ დაიბარა
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ. ეს სირცხვილია, მეტი არაფერი
დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!