შეგახსენებთ, ნადირაშვილმა და კამერუნელმა ბოიომომ გასული სეზონი ფოთის "კოლხეთში" დაასრულეს, კოშკაძე წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" კაპიტანი იყო, ბოლქვაძე ბოლოს ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა, თოდუა რუსთავის "მეტალურგში" ასპარეზობდა, ძაგანია ცხინვალის "სპარტაკის" კარს იცავდა, ონიანი კი ლანჩხუთის "გურიაში" გამოდიოდა.
როგორც ხედავთ, ახალწვეულთა არცთუ
"ზუგდიდი" მომავალი სეზონისთვის მზადებას, სავარაუდოდ, 28 ივნისიდან შეუდგება. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია იქნება, ელგუჯა ქომეთიანი კი მის ასისტენტად იმუშავებს.
განიხილება უცხოური შეკრების ვარიანტი. როგორც ქომეთიანმა გვითხრა, საამისო სახსრები აუცილებლად გამოინახება და "ზუგდიდი" შეკრებაზე თურქეთში, ავსტრიაში ან სლოვენიაში გაემგზავრება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე "ზუგდიდი" საშინაო მატჩებს განმუხურის ახლად აგებულ არენაზე ჩაატარებს.
ზუგდიდური კლუბის მიზანი უმაღლესი ლიგის ექვს საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა იქნება.
რაც შეეხება "ბაიას", შესაძლოა, ამ სახელწოდების კლუბმა პირველ ლიგაში ითამაშოს, "ბაიას" საფეხბურთო აკადემია კი არსებობას დანამდვილებით გააგრძელებს.
კვალიფიციური ახალწვეულები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ელგუჯა ქომეთიანი: "ზუგდიდელთა გასახარად, სასიკეთო ძვრების მოლოდინში ვართ"
იშვიათი აჟიოტაჟი ქართულ ფეხბურთში - ზუგდიდელები გიორგი სომხიშვილის გუნდიდან გაშვებას აპროტესტებენ
ოთარ გაბელიას ახალ ზუგდიდურ კლუბში მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ
უმაღლეს ლიგაში "ბაიას" ნაცვლად "ზუგდიდი" ან "ოდიში" ითამაშებს