"რთული თამაში გამოვიდა. ფეხბურთელებმა წინასწარ ვიცოდით, რომ მოედანი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, თუმცა მაინც მოვემზადეთ იმისთვის, რომ სამი ქულა აგვეღო და ღმერთის წყალობით ეს გამოგვივიდა.
ძალიან საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც საჩემპიონი რბოლაშიც გამოგვადგება", - თქვა მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი "ბათუმთან" შეხვედრაში 78-ე წუთზე რობერტინიომ შეცვალა.
"ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ. ამჟამად არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, თუმცა მომავალში ვეცდები გამოვასწორო თამაში და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო", -
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" და საჩხერის "ჩიხურას" ჯერ ვერავინ აჩერებს