გიორგი ლორია: საბედნიეროდ, ვარჯიშს ერთ კვირაში დავიწყებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია ბელორუსისა და განსაკუთრებით, ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრების შემდეგ გულშემატკივრის ფავორიტი გახდა.

უცხოური, მათ შორის, ესპანური გამოცემები, თბილისის "დინამოს" მეკარის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ, მაგრამ ესპანეთთან მატჩის 69-ე წუთზე ლორიამ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

გამოკვლევების შემდეგ დაადგინეს, რომ ლორიას აღენიშნებოდა მუხლის სახსრის და მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება. მერე ითქვა, რომ ვარჯიშის განახლებას თვენახევარში თუ შეძლებსო.

არადა, ლორია "დინამოსა" და "სიონის" მატჩის შემდეგ ვნახეთ, ყავარჯნების გარეშე დადიოდა და როგორც გვითხრა, ყველაზე
ცუდი მოლოდინი არ გამართლდა:

"საბედნიეროდ, ჩვეულებრივად დავდივარ, ტკივილი არ მაწუხებს. საბედნიეროდ, არც მუხლის ტრავმა დამიდასტურდა და სხვა საფრთხეც გამოირიცხა.

მოკლედ, ვარჯიშს მაქსიმუმ ერთ კვირაში დავიწყებ, შესაძლოა, უფრო ადრეც".

ლორიას გარდა, "დინამოს" კიდევ რამდენიმე მოთამაშეა ტრავმირებული, მაგალითად, კარლეს კოტო. ესპანელი გარემარბი ევროპიდან საქართველოში იმიტომ წამოვიდა, რომ ხანგრძლივმა ტრავმებმა გააწვალა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სწორედ ახალი სეზონიდან აჩვენა საუკეთესო თამაშები.

სამწუხაროდ, 15 სექტემბერს გორში "დილასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ კოტო აღარ გამოჩენილა - მას მუხლი დაუზიანდა.

კუნთი აწუხებს ბრაზილიელ ლეგიონერ რობერტინიოს, რომელიც ვარჯიშს მალე უნდა შეუდგეს და, წესით, შემდეგი მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

"ჩიხურასთან" მატჩის დასაწყისშივე დაშავდა ესპანელი ჩისკო - საშიში არც მისი ტრავმა გამოდგა და ვარჯიშს ისიც მალე განაახლებს.

ტრავმამ შეახსენა თავი ლევან კაკუბავასაც, მაგრამ საშიში არაფერია და წესით, 22 წლის მცველი მოედანს მალე დაუბრუნდება.

გამოჯანმრთელდა ახალგაზრდა მცველი დათა ხოჭოლავაც. ოპერაციის შემდეგ მან რეაბილიტაცია დაასრულა; უკვე ერთი თვეა, ვარჯიშობს, თავს კარგად გრძნობს და იმედია, ფორმას მალე აღიდგენს.

კომენტარი თბილისის "დინამოს" ექიმს, მერაბ ვარძუკაშვილსაც ჩამოვართვით:

"გიორგი ლორიას აღენიშნებოდა მარცხენა სახსრის შიგნითა გვერდითი იოგის დაზიანება. მკურნალობის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ამჟამად სარეაბილიტაციო მკურნალობა უტარდება.

კოტოს აღენიშნება მუხლის ხრტილის დაზიანება, რაც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს და სავარაუდოდ, ორი თვე დაისვენებს.

რობერტინიომ ინდივიდუალური ვარჯიში უკვე დაიწყო. ჩისკო კი მკურნალობა-რეაბილიტაციას ერთდროულად, დაჩქარებული ტემპით გადის და და ვნახოთ, მოედანს როდის დაუბრუნდება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანელები: თქვენი ლორია ქართველია? - ქართულ-ბასკური პარალელები
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული