ზუგდიდი-კოლხეთი 1:0 - მოგება გამოცდილებისა და ფიზიკური მომზადების ხარჯზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
11.11.2012. განმუხური. 1 000 მაყურებელი
ზუგდიდი-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 გაბედავა (69)

ზუგდიდი კოლხეთი
4-2-3-1 4-4-2
ძაგანია ხარშილაძე
დ. ფოფხაძე ზ. ჩხეტიანი
ს. თოდუა ფარულავა
აფაქიძე ცხვიტარია
რ. ონიანი გაბუნია
ტყემალაძე ქორჩილავა
სიხარულია ცხადაია
კუტალია პ. დათუნაიშვილი
შ. ლომია ქებაძე
კოშკაძე კრასოვსკი
გაბედავა კვანტალიანი

მწვრთნელები:

ე. ქომეთიანი ს. ფილია

ზუგდიდი
77. კოშკაძე - დ. ბოლქვაძე
83. ლომია - გუგუჩია
88. კუტალია - კუკავა
სათადარიგოები: მერლანი, წურწუმია, აქუბარდია, ნ. შონია

კოლხეთი
25. ქორჩილავა - კობერიძე
43. კვანტალიანი - ღუჭაშვილი
76. ცხადაია - პავლიაშვილი
სათადარიგოები: ბუბუტეიშვილი, ტყეშელაშვილი, გ. კილასონია, წაბრია

გაფრთხილება: კვანტალიანი
(21), ცხადაია (31), გაბედავა (63), ჩხეტიანი (74)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"თამაში მძიმედ დავიწყეთ და ველოდით კიდეც ასეთ სურათს, გამომდინარე იქიდან, რომ "კოლხეთისთვის" თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არ მინდა ჩემს ფეხბურთელებს შრომა დავუკარგო, მაგრამ ვაღიარებ, უფრო გამოცდილებისა და უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოვიგეთ. შედეგი ჩვენთვის სასიხარულოა, "კოლხეთს" კი წარმატებებს ვუსურვებ".

სოსო ფილია (კოლხეთი):
"ჩემი ბიჭების მონდომებითა და თამაშით კმაყოფილი ვარ. იმ რესურსებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეისათვის ჩვენს გუნდს გააჩნია, ვერანაირად დავემდურები ფეხბურთელებს. ასეთი შრომის შემდეგ, ლოგიკურად, შეხვედრა დღეს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ძლიერმა გაიმარჯვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული