ამ მოგების შემდეგ ქუთაისური გუნდი მესამე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა ლიდერებს კვლავ საკმაოდ ჩამორჩება და მდევრებიც საკმაოდ ახლოს ჰყავს.
"მეტალურგთან" მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე კიდევ ერთხელ მოხვდა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში (იხილეთ ვრცლად).
მას განვლილ მატჩებსა და "მერანთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ.
- "ტორპედო" მიმდინარე ჩემპიონატში სტაბილურად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო და ლიდერებს საკმაოდ ჩამორჩა. რას უნდა მივაწეროთ ქუთაისური გუნდის ჩავარდნა?
- ეს გუნდის ცხოვრებაში
თბილისელებთან საკუთარ მოედანზე ორჯერ დავწინაურდით, მაგრამ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ.
გასაგებია, რომ გულშემატკივარი მუდმივად გამარჯვებას ითხოვს, მაგრამ ხანდახან მოვლენები ჩვენი სურვილის მიხედვით არ ვითარდება. ამას ჩავარდნას ვერ დავარქმევ.
- "მეტალურგთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეთ, თუმცა ამ მატჩშიც თქვენი გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა...
- რუსთაველებთან საკმაოდ პრინციპული თამაში გვქონდა, ქულები ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო და, როგორც ველოდით, შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.
"მეტალურგი" საკმაოდ ძლიერი გუნდია, მასთან გამარჯვებას წინასწარ ვერ დაგეგმავ.
თანაბარი თამაში იყო, თუმცა ფეხბურთელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის სამი ქულის აღება იყო, რაც სწორედ ხასიათის სიმტკიცისა და თავდადების ხარჯზე მოვახერხეთ.
- მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში "ტორპედოს" საკმაოდ ბევრი გოლი გაჰქონდა, თუმცა ბოლო რამდენიმე შეხვედრაა, ქუთაისური გუნდის ფორვარდები ადრინდელივით ეფექტურად ვეღარ გამოიყურებიან...
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხშირად ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვისურვებდით. რაც მთავარია, "მეტალურგთან" სამი ქულა ავიღეთ და, აქედან გამომდინარე, მთლიანად გუნდის თამაშს დადებითად ვაფასებ.
- გიორგი კუხიანიძემ პენალტი, ცოტა არ იყოს, არაორდინარულად და რისკიანად შეასრულა. მის ქმედებას როგორ შეაფასებთ?
- რადგანაც თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მისი ეს ქმედება დასაძრახი არ არის, თუმცა ძალიან კი გარისკა. ეს მეტყველებს ფეხბურთელის სითამამეზე. მისი ასეთი თავდაჯერებულობა მიანიშნებს, რომ მოედანზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამაში დადებითი მომენტის დანახვაც შეიძლება.
- ლექსო კვახაძესთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია, დარჩება თუ არა გუნდში ეს ფეხბურთელი?
- კვახაძესთან დაკავშირებით კლუბი სულ მალე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.
- მომდევნო ტურში მარტვილში "მერანს" სტუმრობთ. მეტოქის შესახებ რას იტყვით?
- ძალიან რთული თამაში იქნება, მით უმეტეს, მარტვილში გუნდებს ყოველთვის უჭირთ. სამწუხაროდ, იქ მოედნის საფარი არ იძლევა ფეხბურთის თამაშის საშუალებას. წინა პლანზე უფრო ფეხბურთელების სხვა თვისებები წამოიწევს. სავარაუდოდ, უფრო ძალისმიერი თამაში იქნება და ვინც ამ კომპონენტში უკეთ იქნება მომზადებული, წარმატების მეტი შანსიც ექნება.
ჩვენი მიზანია, რომ ზედა ექვსეულში მოვხვდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
- მესამე ადგილზე იმყოფებით და ზედა ექვსეულში მოხვედრა, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ..
- საუკეთესო ექვსეულში ვერმოხვედრის თეორიული შანსი სანამ არსებობს, მოდუნების უფლება არ გვაქვს. ჩვენთვის ყველა დარჩენილ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და გუნდის შენების პროცესი უფრო თავისუფლად გავაგრძელოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ჯერ ექვსეული, დანარჩენზე მერე ვიფიქროთ
ტურის მწვრთნელი გია გეგუჩაძე: პროგრესამდე ჯერ შორია