ოთარ გაბელია: უცენზურო შეძახილები ყველა ქვეყნის სტადიონებზეა

AutoSharing Option
ნამყოფი გახ­ლა­ვართ გან­მუ­ხურ­ში "ზუგ­დი­დის" ერთ სა­ში­ნაო თამაშ­ზე და უნ­და გითხ­რათ, რომ იქი­დან ქუ­ლე­ბის წა­მო­ღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გუნ­დის­თ­ვის დი­დი საქ­მეა.

"ზუგ­დი­დი" მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მკვეთ­რად თა­ვი­სე­ბუ­რი გუნ­დია, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი აქვს, სა­ხე, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და რა თქმა უნ­და, კონ­სულ­ტან­ტიც - ოთარ გა­ბე­ლია.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა ჩვენ­თან, ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხ­დარ ცვლი­ლე­ბებს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია "ზუგ­დიდ­ზე", რო­მელ­საც კვლავ ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აფი­ნან­სებს.

სხვა საქ­მეა იმის დად­გე­ნა, თუ რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა ასე. ამ დრო­ის­თ­ვის არის პა­ტა­რა და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და გვპირ­დე­ბი­ან, 15 დე­კემ­ბ­რამ­დე და­რიგ­დე­ბა ხელ­ფა­სე­ბიო
", - გვითხ­რა გა­ბე­ლი­ამ.

"ზუგ­დიდს" ზუგ­დიდ­ში
მინ­დო­რი არ აქვს. რა სტა­დი­ო­ნიც ჰქონ­და, ის და­ან­გ­რი­ეს. გუნ­დიც მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში "ბა­ი­ას" ბა­ზის ხელ­ოვ­ნურ­საფ­არი­ან მო­ე­დან­ზე ვარ­ჯი­შობს, ან კა­ხათ­ში და რუხ­ში უწევს წას­ვ­ლა მინ­დორ­ზე ოფ­ლის მო­სა­დე­ნად.

მიმდინარე სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ "ზუგ­დი­დის" რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელს კონ­ტ­რაქ­ტი უმ­თავ­რ­დე­ბა კლუბ­თან, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას კი სტა­ბი­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა.

გაბელიას თქმით, ჯერ არც ერთ ფეხ­ბურ­თელს არ გა­მო­უთ­ქ­ვამს გუნ­დი­დან წას­ვ­ლის სურ­ვი­ლი.

"ზუგ­დი­დი" ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე-5 ად­გილ­ზეა და ჩი­ნე­ბუ­ლი შან­სი აქვს, რომ სე­ზო­ნის მე­ო­რე ეტა­პი ზე­და ექ­ვ­სე­ულ­ში და­იწყოს. ბო­ლო სა­გა­რეო შეხ­ვ­ედ­რე­ბი კი "ზუგ­დიდ­მა" წარ­მა­ტე­ბით ვერ ითა­მა­შა, საჩხე­რის "ჩი­ხუ­რას­თან" 0:2 და­მარ­ცხ­და, გო­რის "დი­ლას­თან" - 0:3.

"ყვე­ლა თა­მაშს ვერ მო­ვი­გებთ. "ჩი­ხუ­რას­თან" მსა­ჯე­ბის მხრი­დან იყო შეც­დო­მე­ბი. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას მსა­ჯებს არ ვაბ­რა­ლებ, მაგ­რამ მა­თი შეც­დო­მე­ბი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო არ ყო­ფი­ლა.

ჩვენს სა­ზი­ა­ნოდ იყო ისე­თი შეც­დო­მე­ბიც, სა­კა­მა­თო რომ ვერ იქ­ნე­ბა. რომ არა ასე­თი შეც­დო­მე­ბი, ახ­ლა შვი­დი ქუ­ლით მე­ტი ექ­ნე­ბო­და "ზუგ­დიდს".

სა­ერ­თო ჯამ­ში, "ზუგ­დი­დის" შე­დე­გე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად უნ­და შე­ფას­დეს",
- ასე ფიქ­რობს გა­ბე­ლია.

"ზუგ­დი­დის" კონ­სულ­ტანტს იმა­ზეც ჩა­მო­ვუგ­დეთ სიტყ­ვა, რომ გან­მუ­ხურ­ში მე­ტო­ქე გუნდს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უჭირს თა­მა­ში.

"რო­მელ გუნ­დ­საც კი გან­მუ­ხურ­ში მო­ვუ­გეთ, ყვე­ლას თა­მა­შით ვა­ჯო­ბეთ. რო­ცა ჩვენ წა­ვა­გეთ ზეს­ტა­ფონ­ში და ქუ­თა­ის­ში, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ა არ გვქო­ნია და არც სხვას უნ­და ჰქონ­დეს რა­მე საპ­რე­ტენ­ზიო ჩვენ­თან.

თუ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან უცენ­ზუ­რო შე­ძა­ხი­ლებს გუ­ლის­ხ­მო­ბენ, ასე­თი რამ ყვე­ლა ქვეყ­ნის სტა­დი­ო­ნებ­ზე ხდე­ბა.

არ არის მარ­თა­ლი, თით­ქოს ჩვენ ზე­წო­ლას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მსა­ჯებ­ზე. მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და თუ მსაჯს შეც­დო­მა­ზე მი­ვუ­თი­თე, ეს ზე­წო­ლა არ არის.
- გვითხ­რა გა­ბე­ლი­ამ და იქ­ვე და­ა­მა­ტა, - მოგ­ვ­წონს გან­მუ­ხურ­ში თა­მა­ში? სხვა სტა­დი­ო­ნი ჩვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კითხ­ზე არა­ფე­რი მეთ­ქ­მის.

ცუ­დია, რომ ზუგ­დიდს არ აქვს სტა­დი­ო­ნი. ამას სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს. თუ სხვა­გან კეთ­დე­ბა სტა­დი­ო­ნე­ბი, ზუგ­დიდ­შიც იგი­ვე რა­ტომ არ უნ­და მოხ­დეს?!"


რომ არა მსა­ჯე­ბის შეც­დო­მე­ბი, შვი­დი ქუ­ლით მე­ტი გვექ­ნე­ბო­და (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემპიონატი. XVIII ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა და სიმბოლური ნაკრები
ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა
ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეტალურგი, არ გინდა რა ასეთი ლაპარაკი კაცურად.. თქვენ რომ ზუგდიდელი გულშემატკივარის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ არა 5 და 6 თამაში არამედ თუნდაც 2 მემგონი ჩაღრმავებულ ადგილებს კიარა შენი თქმის არ იყოს თავს წააცლით... კიდე კარგად ვითმენთ და გინებით ვკმაყოფილდებით.
მე პირადად შემიძლია გაჩვენო 5-6 ვიდეო სხვადასხვა თამაშებიდან სადაც აშკარად ჩანს მსაჯის შეცდომა ზუგდიდის წინააღმდეგ და ბატონი ოთარის ნათქვამი 7 ქულით ზედმეტი გვექენებოდაო ალბათ მინიმალურ დანაკლისად მოგეჩვენებათ თქვენ...
Zugdidi
12:43 08-12-2012
0
არაა სწორი გინება და ლანძღვა,მაგრამ თქვენ რო ყოფილიკავით ზუგდიდის გულშემატკივარი დარწმუნებული ვარ იგივეს იზამდით და იგივე რეაქცია გექნებოდათ,ერთი და ორი თამაშზე არაა აქ საუბარი....რამოდენიმე თამაშია რო ზუგდიდის წინაამდეგ უსჰვებენ შეცდომას,მაინტერესებ,სულ ზუგდიდის წინაამდეგ რატო მოსდით შეცდომა?
0

სიახლეები პოპულარული