ელ­გუ­ჯა ქო­მე­თი­ა­ნი: ზუგ­დი­დე­ლე­ბის­თ­ვის "დი­ნა­მოს­თან" წარ­მა­ტე­ბას სხვა ფა­სი აქვს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი სიურპრიზი "ზუგდიდია".

მეგრული კლუბისგან ფავორიტების გამწარებასა და საკმაოდ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას დიდი ხანია, ჩვეულნი ვართ, თუმცა წლევანდელი შედეგი მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია - ელგუჯა ქომეთიანისა და ოთარ გაბელიას მიერ მომზადებულ გუნდს დღეისთვის 35 ქულა აქვს და საჩხერის "ჩიხურასთან" მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ზუგდიდს" საუკეთესო ექვსეულში ადგილი, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს და არც ის არის გამორიცხული, ევროთასების საგზურზე განაცხადოს პრეტენზია.

"ლელოს" რესპონდენტი გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანია, რომელსაც თავდაპირველად ბოლო ორ მატჩზე ვკითხეთ, სადაც მისმა გუნდმა
ექვსი ქულა მოაგროვა.

- "სი­ონს" და­მა­ჯე­რებ­ლად ვძლი­ეთ და ჩვე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბა ეჭვს არ იწ­ვევ­და. რაც შე­ე­ხე­ბა "მე­რან­თან" გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას, მეგ­რულ­მა დერ­ბიმ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მო­ლო­დი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ა­მარ­თ­ლა და მა­ყუ­რე­ბელ­მა უშე­ღა­ვა­თო და ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იხი­ლა.

გა­მარ­ჯ­ვე­ბა ორი­ვე გუნდს შე­ეძ­ლო, სა­ბო­ლო­ოდ კი სა­მი ქუ­ლა ჩვენ დაგ­ვ­რ­ჩა.

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ სე­ზონ­ში სა­ში­ნაო მატ­ჩ­ში აქამ­დე ასე­თი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არა­ვის­გან შეგ­ვ­ხ­ვედ­რია. ასე რომ, კი­დევ ერ­თხელ გა­მოვ­ხა­ტავ ჩემს სიმ­პა­თი­ებ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას "მე­რა­ნის" მი­მართ.

- 15 დე­კემ­ბერს კი თბი­ლის­ში "დი­ნა­მოს­თან" გე­ლით ბრძო­ლა...
- რო­მელ ად­გილ­საც უნ­და იკა­ვებ­დეს ზუგ­დი­დუ­რი გუნ­დი, ჩვენ­თ­ვის "დი­ნა­მოს­თან" და­პი­რის­პი­რე­ბას ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ჩვენ­თ­ვის ეს არას­დ­როს ყო­ფი­ლა ერ­თი რი­გი­თი მატ­ჩი. ფაქ­ტია, რომ ზუგ­დი­დე­ლე­ბის­თ­ვის "დი­ნა­მოს­თან" წარ­მა­ტე­ბას სულ სხვა ფა­სი აქვს.

ასე რომ, თბი­ლი­სუ­რი შეხ­ვედ­რის­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ ვემ­ზა­დე­ბით და მე­ტო­ქი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ შინ ხელ­ცა­რი­ე­ლი არ დავ­ბ­რუნ­დე­ბით.

- სე­ზო­ნის წინ თუ წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ასე­თი მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის შეძ­ლებ­დით ბრძო­ლას?
- მა­ღა­ლი დო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბას მო­ვუ­ყა­რეთ თა­ვი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვქონ­და იმის იმე­დი, რომ თავს კარ­გად წარ­მო­ვა­ჩენ­დით.

პე­სი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე მხო­ლოდ ის ფაქ­ტი გვა­ყე­ნებ­და, რომ სა­კუ­თა­რი სტა­დი­ო­ნის გა­რე­შე დავ­რ­ჩით და შე­სა­ბა­მი­სად, მატ­ჩე­ბის ნა­ხე­ვარს უცხო, ხო­ლო მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ნე­იტ­რა­ლურ მო­ე­დან­ზე ვა­ტა­რებ­დით.

გან­მუ­ხურ­ში თა­მა­ში გარ­კ­ვე­ულ დის­კომ­ფორ­ტ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "ზუგ­დი­დის" ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იქ ჩას­ვ­ლას ვერ ახერ­ხებს და იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ქო­მა­გის წი­ნა­შე გვი­წევს თა­მა­ში, ვიდ­რე ამას ჩვე­ულ­ნი ვართ. სა­მა­გი­ე­როდ, გვყავს 25 მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­თა­გა­ნაც ნე­ბის­მი­ერს შეგ­ვიძ­ლია და­ვეყ­რ­დ­ნოთ.

ექ­ვ­სე­ულ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე შე­ვე­დით და თუ ფი­ნან­სურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ ხე­ლი შეგ­ვიწყო, შე­ვეც­დე­ბით, პირ­ვე­ლად ზუგ­დი­დუ­რი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, ევ­რო­სარ­ბი­ელ­ზე გა­ვი­დეთ.

- ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი თქვენს კლუბს ძა­ლი­ან ხში­რად აწუ­ხებს. ამ მხრივ ახ­ლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა გაქვთ და სა­მო­მავ­ლო პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა თუ შე­გიძ­ლი­ათ?
- ახ­ლა ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მაგ­რამ დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი სა­თა­ნა­დო ბი­უ­ჯეტს დაგ­ვიმ­ტ­კი­ცებს. გვინ­და, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ბირ­თ­ვი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და იმე­დია, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­კეთ­დეს იმის­თ­ვის, რომ ასე­თი გუნ­დი არ და­ი­შა­ლოს.

- "ზუგ­დი­დი­დან" რო­მელ ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­მო­ყოფ­დით?
- წარ­მა­ტე­ბებს, უპირ­ვე­ლე­სად, გუნ­დუ­რი თა­მა­შით ვაღ­წევთ, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, გვყავს ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­ნი არი­ან - ქო­ბა­ლია და გა­ბე­და­ვა, რო­მ­ლებიც შე­ტე­ვა­ში შე­დე­გი­ან წყვილს ქმნი­ან; გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი და თო­დუა, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი დაც­ვა სა­ი­მე­დო გა­ხა­დეს; გა­მოც­დი­ლი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი ბოლ­ქ­ვა­ძე და კოშ­კა­ძე; ასე­ვე, კუ­ტა­ლია, სი­ხა­რუ­ლია, ტყე­მა­ლა­ძე და სხვე­ბი...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, კუ­ტა­ლი­ას "ზუგ­დი­დი­დან" წას­ვ­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლია...
- ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კითხი ასე არ დგას. წი­ნა მატ­ჩი მან მიკ­როტ­რავ­მის გა­მო გა­მო­ტო­ვა, ახ­ლა კი უკ­ვე სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით ვარ­ჯი­შობს. ზამ­თარ­ში კი ვნა­ხოთ, იგი ან დარ­ჩე­ბა, ან თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტის სტა­ტუ­სით დაგ­ვ­ტო­ვებს.

- ქო­ბა­ლია პო­ლო­ნუ­რი "იაგე­ლო­ნი­ა­დან" რა პა­სუ­ხით დაბ­რუნ­და?
- არ მეს­მის, რა­ტომ ჰქონ­და სინ­ჯებს ასე­თი სა­ხე. ირაკ­ლი მხო­ლოდ ერთ სა­კონ­ტ­რო­ლო მატ­ჩ­ში გა­მოს­ცა­დეს, ისიც მხო­ლოდ ერთ ტა­იმ­ში. რო­გორც მითხ­რა, ური­გოდ არ უთა­მა­შია, ორი სა­გო­ლე მო­მენ­ტი ჰქონ­და და ერ­თხელ ბურ­თი მე­ტო­ქის კა­რის ძელს გა­არ­ტყა. ეს იყო და ეს. კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხი მას არ მი­უ­ღია და სა­ერ­თოდ ვერ ვხვდე­ბი, რა აზ­რი ჰქონ­და მის წას­ვ­ლას.

- ზამ­თ­რის გეგ­მებ­ზე ხომ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­ხართ?
- ყვე­ლა­ფე­რი ისევ და ისევ ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, შეკ­რე­ბას თურ­ქეთ­ში, ან­თა­ლი­ის მხა­რე­ში გა­ვივ­ლით.

ელ­გუ­ჯა ქო­მე­თი­ა­ნი: ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა
ოთარ გაბელია: უცენზურო შეძახილები ყველა ქვეყნის სტადიონებზეა
ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს
ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ჟურნალისტი ქომეთიანს რომ ეკითხება ქობალიაზე? საიდან უნდა იცოდეს ქომეთიანმა რატომ წავიდა იაგელონიაში, რატომ ჰქონდა სინჯებს ასეთი სახე ჩემპიონატის პერიოდში, რატომ ითამაშა ერთი ტაიმი და რა პასუხი მიიღო ფეხბურთელმა, არა კორექტული შეკითხვაა მე მგონი ჟურნალისტის მხრიდან ,ისმის კითხვა, აი მართლა საიდან უნდა იცოდეს ქომეთიანმააააააა?
ბომბარდირი
12:41 11-12-2012
0

სიახლეები პოპულარული