უმაღლესი ლიგა: "დილამ" მოიგო, "ჩიხურა" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-20 ტურის სამი მატჩი გაიმართა.

მარტვილის "მერანმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

39-ე წუთზე გოლი ნოდარ ნოზაძემ გაიტანა, ხოლო 65-ე, 70-ე და 90-ე წუთებზე ჰეთთრიქის გაფორმება საბა ლომიამ შეძლო.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე "კოლხეთმა" ერთბაშად 11 ფეხბურთელი დაითხოვა და შემადგენლობა დუბლშემადგენლობიდან შეავსო.

რუსთავის "მეტალურგსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის მატჩში კი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საჩხერლებმა დაწინაურება მე-12 წუთზე ჯაბა ბერიანიძის გოლის შეძლეს, თუმცა 27-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა.

გორის
"დილამ" სტუმრად ბათუმის "დინამო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მე-14 და 64-ე წუთებზე დავით კვირკველია და ლაშა სალუქვაძე გამოირჩნენ. ბათუმელთა მხრიდან გოლის გატანა კი 81-ე წუთზე დათა სიჭინავამ მოახერხა.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული