"დილა" "კოლხეთთან" საშინაო მატჩს სამტრედიაში გამართავს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნით საშინაო მატჩს გორის "დილა" სამტრედიაში გამართავს.

მეტეოროლოგიური პირობების გამო თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია - გორში მოთოვა და დათოვლილი სტადიონის სათამაშოდ მომზადებაში 0-ზე დაბალი ტემპერატურაა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი.

შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალების სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებაში გაგზავნის შემდეგ გადაწყდა, რომ "დილა" ფოთის "კოლხეთს" გორში ვერ უმასპინძლებდა.

მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და სფფ-სთან შეთანხმების შედეგად საბოლოოდ დადგინდა - 19 დეკემბერს "დილა" "კოლხეთს" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული