მეტეოროლოგიური პირობების გამო თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია - გორში მოთოვა და დათოვლილი სტადიონის სათამაშოდ მომზადებაში 0-ზე დაბალი ტემპერატურაა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი.
შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალების სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებაში გაგზავნის შემდეგ გადაწყდა, რომ "დილა" ფოთის "კოლხეთს" გორში ვერ უმასპინძლებდა.
მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და სფფ-სთან შეთანხმების შედეგად საბოლოოდ დადგინდა - 19 დეკემბერს "დილა" "კოლხეთს" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
fcdila.ge