ტორპედო-სიონი 4:1 - სანახაობა სირიელი არბიტრის თანხლებით [VIDEO]

AutoSharing Option
23 დეკემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXII ტურის შეხვედრები გაიმართა.

მორიგი სამი ქულა მიითვალა ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ბოლნისის "სიონს" უმანსპინძლა და იოლად იმარჯვა  - 4:1.

უმაღლეს ლიგაში დებიუტანტი სირიელი არბიტრის, ბასლეჰლოს გაძღოლით, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უჩვეულო დროს - 14:00 სთ-ზე დაწყებული მატჩი, რომელზეც დასწრება უფასო იყო, ერთობ საინტერესო, გახსნილი და სანახაობრივი გამოდგა.

VideoSportall.Ge
ტორპედო - სიონი 4:1


Sportall.Ge"ტორპედო" დასაწყისიდანვე შეეცადა უპირატესობისა და თამაშის სადავეების მოპოვებას და შეძლო კიდეც.

პირველ ნახევარში თავი გიორგი კუხიანიძემ (18 წუთი) და ნიკა საბანაძემ (21)
გამოიჩინეს.

მართალია, მეორე ტაიმში ბოლნისელებს ქულის გადარჩენის მცირე იმედი გიორგი ჭანკვეტაძის (54) გოლმა ჩაუსახა, მაგრამ ესეც სულ მცირე ხნით, რადგან სამიოდე წუთში ჯერ ელგუჯა გრიგალაშვილმა შეაგდო, მატჩის მიწურულს კი ხელიდან გოლის გატანის შანსი უკვე გიორგი ბერიაშვილმა აღარ გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული