სწორედ ამის გამო "ზუგდიდმა" უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში სტუმრად "მეტალურგთან" დუბლშემადგენლობით ითამაშა.
რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბარში "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდის ფეხბურთელების პროტესტი ჯერ მხოლოდ ამ ერთ მატჩს მოიცავს და იმედი გამოთქვა, რომ მათი "ზუგდიდში" დატოვება მოხერხდება, რისი წინაპირობაც დავალიანების ახალ წლამდე გასტუმრებაა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ დავალიანების მეორე ნახევრის გასტუმრება 2013 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
ერთი სიტყვით, გაჩნდა იმის იმედი, რომ "ზუგდიდი" ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს და სეზონის მეორე ნახევარში ძველებურად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, რაც უპირველესად, ჩვენი ჩემპიონატისთვის არის სასურველი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ელგუჯა ქომეთიანი: "ზუგდიდში" მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია
"ზუგდიდში" გაფიცვაა - ფეხბურთელები ხელფასს ითხოვენ [VIDEO]
ოთარ გაბელია: უცენზურო შეძახილები ყველა ქვეყნის სტადიონებზეა
ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს
ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა