ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამოს" გაძლიერება ყველა რგოლში სჭირდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე გვიმხელს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი "დინამოში", სად გაივლის გუნდი მოსამზადებელ შეკრებას და ა.შ.

- სანამ მოსამზადებელი ეტაპის ამბებზე ვილაპარაკებ, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში სულ დინამოელები რომ დაასახელეს. ჩისკოს კი გამარჯვება მინდა მივულოცო.

- ამტკიცებენ, რომ თბილისის "დინამო" გაძლიერებულად ეძებს მცველებს. ამას ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ სეზონის მსვლელობისას განელი მცველი გასინჯეთ.
- ჩვენ ლეგიონერ მცველებზე უარს არ ვიტყვით, თუ ისინი ჩვენებზე ძლიერები იქნებიან. მაგრამ ვეძებთ არა
მხოლოდ მცველებს.

არაერთხელ ხაზგასმით მითქვამს, რომ გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება.

ორი ცვლილება უკვე ცნობილია: ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტები გაუწყდათ ალბერტ იაგუესა და გოგიტა გოგუას. ეს უკანასკნელი გორის "დილაში" იჯარით იყო და მისი ტრანსფერი "დინამოს" ეკუთვნოდა.

- ახალწვეულები უკვე გყავთ?
- ჯერ არა, თუმცა ჩვენს გეგმაში რადენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებაა, რომლებიც მომავალში "დინამოში" თავის ადგილს დაიკავებენ. სელექციას ვაგრძელებთ და ისეთ მოთამაშეებსაც ვეძებთ, რომლებიც გუნდს დღესვე გააძლიერებენ.

- როგორც ჩანს, პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, "სასკოს" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თქვენთან არ ითამაშებს.
- მის მიმართ ინტერესი მართლაც გვქონდა, მაგრამ ეს ისეთი ინტერესი იყო, როგორიც პირველი ლიგის ფეხბურთელს შეეფერებოდა. იმის თქმა, რომ ქვილითაიას მოყვანით წინა ხაზში ყველა პრობლემას გადავჭრიდით, არასწორი იქნებოდა. ის პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც თავის გამოვლენას მომავალში შეძლებდა.

- ვინმე უკვე დაიმატეთ?
- დავიმატეთ ახალგაზრდა თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ჯერ "ორჰუსში", შემდეგ კი "ზესტაფონში" თამაშობდა. ასევე დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან ითამაშებს ბათუმის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი ნიკა დიასამიძე.

- მომზადებას სად და როდის დაიწყებთ?
- გუნდი 10 იანვარს შეიკრიბება და თბილისში ივარჯიშებს, 21 იანვარს კი ანტალიაში 10 დღით გაემგზავრება, 5 დღით დაბრუნდება და შემდეგ ისევ თურქეთში მოემზადება.

დინამო: პერსპექტიული ახალგაზრდები და... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

2012 წლის ნომინანტები: საუკეთესო ფეხბურთელი გურამ კაშიაა
აკაკი ხუბუტიამ რუმინეთი დატოვა - მცველის მენეჯერს დუშან უჰრინი დაელაპარაკა
ნიკა საბანაძე, ლაშა სალუქვაძე და აკაკი ხუბუტია თბილისის "დინამოში"?
გიორგი ლორია: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ველოდები
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგია რომ გუნდის გაზლიერებაზე მუდამ ზრუნავს დინამოს ხელმძგვანელობა, მაგრამ დუბლებში და პირველი ლიგის გუნდშიც ყავთ კარგი ბიჭები.. მატზეც რომ იზრუნონ მომავლისატვის არ იქნება ურიგო..წარმატებები მინდა ვუსურვო დინამოს...
zvezda
13:03 27-12-2012
0
მივესალმები დინამოს გაძლიერებას და წარმატებები მინდა ვუსურვო.. კარგია ახალი ფეხბურთელების ძიებაც..ვფიქრობ პირველი ლიგისა და დუბლების ბიჭებიც იმსახურებენ წინსვლას..იქ არაერთი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე ყავს დინამოს..არ დაჩაგროთ ეს ბიჭები
fani
13:15 27-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული