გიორგი ქვილითაია, თბილისის "დინამოს" გარდა, "ზესტაფონსაც" სურს

AutoSharing Option
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობა პირველი ლიგის "სასკოს" თავდამსხმელით, გიორგი ქვილითაიათი დაინტერესდა. ეს ამბავი გუნდის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ დაგვიდასტურა.

19 წლის თავდამსხმელმა სპეციალისტების ყურადღება შედეგიანობით დაიმსახურა - მან პირველ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

შევიტყვეთ, რომ ქვილითაიას მიმართ ინტერესი "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამაც გამოავლინა.

ამავე დროს, გიორგის ევროპაში გასინჯვას სთავაზობენ. თუმცა მომავალ კლუბთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ფიფას აგენტის, გუგა კაჭახიძის თქმით, ქვილითაიას მიმართ ინტერესს ევროპის რამდენიმე კლუბი ავლენს.

თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ
მისთვის მთავარი ის კი არაა, რომ უკეთეს კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, არამედ სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს, რომ გაიზარდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამოს" გაძლიერება ყველა რგოლში სჭირდება
ნიკა საბანაძე, ლაშა სალუქვაძე და აკაკი ხუბუტია თბილისის "დინამოში"?
პირ­ველ­ლი­გე­ლი ბომ­ბარ­დი­რი გი­ორ­გი ქვი­ლი­თაია სო­ლი­დუ­რი კლუ­ბე­ბის სა­მიზ­ნე­ში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული