ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი

AutoSharing Option
ბოლნისში საფეხბურთო მუხტი განელებულია, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ბევრი ქომაგი აღარ დადის, გუნდსაც არ აქვს სანიმუშო შედეგი, მაგრამ "სიონს" მაინც აქვს შერჩენილი შარმი - ბოლნისში თამაში უმეტესი გუნდებისთვის რთულია, იქაური გულშემატკივარი, თუნდაც მცირერიცხოვანი, კვლავინდებურად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"სიონი" საბიუჯეტო კლუბია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს, თუმცა იყო შეფერხებები. 2013 წელს "სიონი" სიტუაციის გამოსწორების იმედად არის დარჩენილი და ვნახოთ, თუ ხელფას-პრემია იქნება, არა გვგონია, რომ ქვემოქართლელებმა უმაღლეს ლიგაში დარჩენა ვერ მოახერხონ.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში "სიონს" ხვიჩა ქასრაშვილი წვრთნი
და. ეს სპეციალისტი ბევრჯერ წასულა ამ გუნდიდან და ბევრჯერ დაბრუნებულა იქ. ქასრაშვილი არმაზ ჯელაძემ შეცვალა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელის შეცვლა პანაცეა არ არის - ამ კლუბს, პირველ რიგში, მოფულიანება სჭირდება.

მეკარე
წლებია, რაც "სიონის" პირველი მეკარე მინდია ბობღიაშვილი გახლავთ. ასე იყო მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზეც. ბობღიაშვილი ის კიპერია, ვისაც ძნელი ბურთის მოგერიება შეუძლია და ეს არაერთხელ გვიჩვენა ამ სეზონშიც.

შეიძლება ითქვას, რომ 29 წლის ბობღიაშვილი მძაფრ კონკურენციას ვერ გრძნობდა პირველ ეტაპზე.

დაცვა
"სიონმა" 22 მატჩში 38 გოლი გაუშვა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ბოლნისელთა დაცვის ხაზს გამოცდილი ფეხბურთელები ამაგრებენ, 33 წლის რევაზ ქემოკლიძესა და 30 წლის სერგი ორბელაძეს საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში უთამაშიათ.

გამოცდილება "სიონის" არც დანარჩენ მცველებს დაეწუნებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლნისელთა დაცვა არცთუ მობილურად გამოიყურებოდა.

ნახევარდაცვა
32 წლის ვლადიმერ ჯოჯუა და 22 წლის თორნიკე თარხნიშვილი ისეთი საყრდენი ნახევარმცველები არიან, შეუპოვრობით რომ გამოირჩევიან. 26 წლის გიორგი ქუცურუას ფლანგურ ჩაწოდებებს შევუქებდით.

"სიონის" სხვა შუახაზელებსაც არ დაეწუნებათ სხვადასხვა საფეხბურთო უნარები, მაგრამ გუნდს მოედნის ცენტრში არ ჰყავდა ისეთი მოთამაშე, ვინც დირიჟორობას მოახერხებდა. ჯამში "სიონის" ნახევარდაცვამ ხუთი გოლი გაიტანა.

თავდასხმა
აქ პირველი კაცი 32 წლის რევაზ ჯიქია გახლავთ. სეზონის პირველ ეტაპზე "სიონიდან" ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე ხანდახან 20 წლის ჯაბა უგულავაც თამაშობდა. ამ რგოლში გუნდს გაძლიერება ნამდვილად არ აწყენდა. მეტს ველოდით 24 წლის გიორგი ჭედიასგან.

საუკეთესო მატჩი
მესამე ტურში "სიონმა" "დილას" კი მოუგო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გორელები მაშინ ევროფრონტზე იყვნენ გადართულები და საქართველოს ჩემპიონატისთვის დიდად არ ეცალათ.

ვფიქრობ, "სიონმა" საუკეთესო მატჩები მაშინ ჩაატარა, როცა ზღვისპირეთში მიჯრით ორი მატჩი მოიგო: ჯერ "ბათუმთან", მერე კი "კოლხეთთან".

ყველაზე ცუდი მატჩი
"სიონმა" თბილისის "დინამოსთან" ორივეჯერ ხუთბურთიანი სხვაობით წააგო - ამით ყველაფერი ნათქვამია.

ლიდერი
ასეთი ფეხბურთელი ბოლნისელებს, უბრალოდ, არ ჰყავთ. არადა, იქაური ქომაგი თავის ჯილას ეძებს.

მიზანი
ბათუმის "დინამოში" რა როგორ იქნება, ჯერაც უცნობია. "სიონისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოხდება ცხრილის ქვემოთ მოქცეულ დანარჩენ საბიუჯეტო კლუბებში.

მიზანი არგავარდნაა და "სიონს" შეუძლია, თავის შანსს ჩაეჭიდოს - ბოლნისში თამაში ქვედა ექვსეულის გუნდებისთვის განსაკუთრებულად რთული იქნება.

ბოლნისის სიონი 2012/2013
მეკარეები: მინდია ბობღიაშვილი - 19 მატჩი, ვახტანგ ლობჟანიძე - 3 მატჩი;

მცველები: თენგიზ ჩიკვილაძე - 19 მატჩი, დავით სვანიძე - 18 მატჩი, სერგი ორბელაძე - 16 მატჩი, ნოდარ მაჭავარიანი - 12 მატჩი, რევაზ ქემოკლიძე - 11 მატჩი, დავით ლომაია - 4 მატჩი;

ნახევარმცველები: ვლადიმერ ჯოჯუა - 19 მატჩი, გიორგი ქუცურუა - 19 მატჩი, 1 გოლი, გიორგი მანწკავა - 17 მატჩი, 1 გოლი, თორნიკე თარხნიშვილი -15 მატჩი, გიორგი ოქროპირიძე - 15 მატჩი, გიორგი ფეიქრიშვილი - 13 მატჩი, 1 გოლი, გიორგი ჭანკოტაძე - 12 მატჩი, 1 გოლი, ვლადიმერ უგრეხელიძე - 10 მატჩი, ვაჟა ნემსაძე - 10 მატჩი, ჯაბა უგულავა - 8 მატჩი, 1 გოლი, გელა ხუბუა - 3 მატჩი, გიორგი გორდეზიანი - 1 მატჩი

თავდამსხმელები: რეზო ჯიქია - 18 მატჩი, 6 გოლი, ვილი ისიანი - 18 მატჩი, 1 გოლი, გიორგი ჭედია - 17 მატჩი, 1 გოლი, მანუჩარ ოქროპირიძე -3 მატჩი, ზურაბ ხურციძე - 2 მატჩი, ლაშა ქემუხტაშვილი - 1 მატჩი

მწვრთნელები: ხვიჩა ქასრაშვილი (I - IV ტური), არმაზ ჯელაძე (V -XII ტური)

სიონის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური
სიონი-ბათუმი 2:2
II ტური
სიონი-კოლხეთი 0:0
III ტური
დილა-სიონი 2:3
IV ტური
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
V ტური
ჩიხურა-სიონი 2:1
VI ტური
მერანი-სიონი 1:0
VII ტური
სიონი-ზუგდიდი 0:0
VIII ტური
დინამო-სიონი 7:2
IX ტური
სიონი-ზესტაფონი 0:2
X ტური
მეტალურგი-სიონი 1:0
XI ტური
სიონი-ტორპედო 0:2
XII ტური
ბათუმი-სიონი 0:1
XIII ტური
კოლხეთი-სიონი 0:1
XIV ტური
სიონი-დილა 0:2
XV ტური
ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0
XVI ტური
სიონი-ჩიხურა 0:3
XVII ტური
სიონი-მერანი 2:1
XVIII ტური
ზუგდიდი-სიონი 2:0
XIX ტური
სიონი-დინამო 0:5
XX ტური
ზესტაფონი-სიონი 1:0
XXI ტური
სიონი-მეტალურგი 0:0
XXII ტური
ტორპედო-სიონი 4:1

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია
გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული