მარტვილელებმა წინა ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულეს და საკუთარი თამაშის მანერით არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ნეიტრალური გულშემატკივარიც მოხიბლეს.
"მერანისთვის" არ არსებობს ავტორიტეტები - მარტვილური კლუბი ნებისმიერ მეტოქესთან ლაღად და კომბინაციურად ცდილობს თამაშს და მწვრთნელთა ჩანაფიქრის მოედანზე განხორციელება ხშირ შემთხვევებში წარმატებით ხერხდება.
მარტვილელები კოლექტიურ თამაშშიც ძლიერები არიან და გამორჩეული ინდივიდუალისტებიც ჰყავთ. წინა სეზონში ნაჩვენებმა შედეგმა "მერანის" ფეხბურთელთა
"მერანის" შემადგენლობაში, მის გარდა, კიდევ არაერთი მზარდი და საინტერესო ფეხბურთელი წარმოჩინდა, რომელთათვისაც პატარა ქალაქის მოკრძალებულ, მაგრამ ავტორიტეტების არმცნობ კლუბში თამაში კარგ ტრამპლინად იქცა.
"მერანს" ნამდვილი "მეთორმეტე მოთამაშეც" ჰყავს. მარტვილში თამაში რომ არავისთვის არის სასიამოვნო, ეს მოედნის ცუდ საფართან ერთად, იქაური გულშემატკივრებიც არიან, რომლებიც საყვარელ გუნდს ერთგულად ქომაგობენ და "მერანის" წარმატებებში წონადი წვლილი შეაქვთ.
"მერანი" მიმდინარე სეზონშიც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება და კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული შემადგენლობით აგრძელებს ასპარეზობას. უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში მარტვილელებმა ქულათა საკმაო მარაგს მოუყარეს თავი და არც უფრო ძლიერ მეტოქეებთან გამოიყურებოდნენ ურიგოდ.
წესით, ასეთი თამაშით "მერანს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.
კლუბის ბიუჯეტი კვლავ მოკრძალებულია, მაგრამ რამდენიმე უმაღლესლიგელისგან განსხვავებით, "მერანში" ხელფასები და პრემიები შეუფერხებლად გაიცემა და შესაბამისად, გუნდის ნორმალურ რეჟიმში არსებობას საფრთხე არ ემუქრება.
აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნოთ სამწვრთნელო შტაბის როლი. მალხაზ ჟვანია და მისი ასისტენტი არჩილ ჩხაბერიძე "მერანის" წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ და მათ მიერ გაწვრთნილ გუნდს თავისი ხელწერით ადვილად გამოარჩევთ.
ეს დუეტი "მერანში" წლებია, მუშაობს და ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ის უპირატესობაც აქვს, რომ კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს, რაც ქართულ რეალობაში მეტად იშვიათი მოვლენაა.
მეორე სეზონია, "მერანი" უმაღლეს ლიგას დამატებით ხიბლს სძენს. იმედი გვაქვს, ქართულ საფეხბურთო რუკაზე ეს კლუბი კიდევ დიდხანს დარჩება.
მეკარე
ზედიზედ მეორე სეზონია, 22 წლის ჯონი შეროზია "მერანის" ძირითადი მეკარის სტატუსს არავის უთმობს. მალხაზ ჟვანიას გუნდს საკმაოდ საიმედო გოლკიპერი ჰყავს, რომელსაც ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ წარმატებული კარიერა გაიკეთოს.
დაცვა
"მერანის" ოთხკაციან დაცვაში ადგილს ყველაზე ხშირად ამ ხუთეულში შემავალი უკანახაზელები იკავებდნენ - კიჭი მელიავა, გივი ქარქუზაშვილი, ვალერი იობაშვილი, ლევან გეგეჭკორი და გიგა ჟვანია. განსაკუთრებით 18 წლის გეგეჭკორის პროგრესი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მყარად დამკვიდრდა.
ნახევარდაცვა
როგორც ვთქვით, "მერანი" ახალგაზრდული გუნდია, თუმცა იქ გამოცდილი ფეხბურთელებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 36 წლის გივი დიდავაა, რომელიც სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, სისტემატურად და სტაბილურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში.
"მერანს" კარგად შეეწყო გორის "დილადან" დამატებული ნოდარ ნოზაძე, სასტარტო თერთმეტეულში მყარად დაიმკვიდრეს ადგილი პაპუნა ფონიავამ და ცოტნე ბუკიამ, რომლებიც შესაბამისად, მხოლოდ 18 და 19 წლისანი არიან.
თავდასხმა
"მერანმა" ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 23 გოლი გაიტანა. აქედან ნახევარზე მეტი, 13, საბა ლომიას ანგარიშზეა. 22 წლის ფორვარდი მარტვილურმა კლუბმა "ზესტაფონიდან" ინათხოვრა და ლომია სწორედ "მერანში" "გაიხსნა".
გამტანი ფორვარდის პრობლემა მარტვილელებს მან მოუხსნა. ჯერ გაურკვეველია, სად გაატარებს ლომია სეზონის მეორე ნახევარს. თუ "ზესტაფონმა" მისი დაბრუნება გადაწყვიტა, საბას შემცვლელის პოვნა "მერანის" სამწვრთნელო შტაბს ძალიან გაუჭირდება.
საუკეთესო მატჩი
მე-16 ტურში "მერანმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა წინა სეზონში არაერთი ფავორიტი გაამწარა, მიმდინარე ჩემპიონატში კი "მერანის" შესრულებით ყველაზე ხმაურიანი შედეგი ეს იყო.
ლიდერი
კვლავ საბა ლომია უნდა ვახსენოთ, რომლის ბომბარდირულმა თვისებებმაც დიდად განაპირობა ის ფაქტი, რომ "მერანი" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლთა შორის ერთ-ერთი ფავორიტია.
მიზანი
ფინანსური შესაძლებლობებიდან, ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან და ახალგაზრდული შემადგენლობიდან გამომდინარე, "მერანი" ხმაურიან მიზნებს ვერ დაისახავს. მარტვილელთა პროგრამა-მინიმუმიცა და პროგრამა-მაქსიმუმიც მკაფიო და კონკრეტულია - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საამისოდ "მერანს" ყველანაირი წინაპირობა აქვს.
მარტვილის მერანი 2012/2013
მეკარე: ჯონი შეროზია - 22;
მცველები: კიჭი მელიავა - 20, გივი ქარქუზაშვილი - 19, ვალერი იობაშვილი - 18 (1), ლევან გეგეჭკორი - 17, გიგა ჟვანია - 14, გიორგი მჭედლიშვილი - 10, ბორის გელაჭეიშვილი - 4, რომან კიკალიშვილი - 1, გიორგი გეგია - 1;
ნახევარმცველები: ნოდარ ნოზაძე - 22 (2), პაპუნა ფონიავა - 21, გივი დიდავა - 20 (1), ცოტნე ბუკია - 19, ლაშა კუჭუხიძე - 14, გიორგი გაბისონია - 1, ნიკა დარჯანია - 1, ირაკლი მონიავა - 1;
თავდამსხმელები: საბა ლომია - 22 (13), გიგა ამბროლაძე - 20 (2), მამუკა ტორონჯაძე - 17 (2), გიორგი რეხვიაშვილი - 12 (1), ბექა ჩხეტიანი - 6.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია ( I- XXII )
მარტვილის მერანის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური
ზესტაფონი-მერანი 3:1
II ტური
მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0
III ტური
მეტალურგი-მერანი 1:0
IV ტური
მერანი-ჩიხურა 1:0
V ტური
ტორპედო-მერანი 4:0
VI ტური
მერანი-სიონი 1:0
VII ტური
დინამო (ბთ)-მერანი 4:0
VIII ტური
მერანი-ზუგდიდი 1:2
IX ტური
კოლხეთი-მერანი 0:1
X ტური
მერანი-დინამო (თბ) 0:4
XI ტური დილა-მერანი 2:1
XII ტური
მერანი-ზესტაფონი 0:3
XIII ტური
ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
XIV ტური
მერანი-მეტალურგი 0:0
XV ტური
ჩიხურა-მერანი 1:0
XVI ტური
მერანი-ტორპედო 3:0
XVII ტური
სიონი-მერანი 2:1
XVIII ტური
მერანი-დინამო (ბთ) 3:1
XIX ტური
ზუგდიდი-მერანი 3:2
XX ტური
მერანი-კოლხეთი 4:0
XXI ტური
დინამო (თბ)-მერანი 3:1
XXII ტური
მერანი-დილა 2:3
სატურნირო ცხრილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია
გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი