ლადო ბურდული ბოლნისის "სიონის" სპორტული დირექტორია

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ ბოლნისის "სიონში" ლადო ბურდულის გამოჩენას ელოდნენ.

14 იანვარს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაგვიდასტურეს: საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ბოლნისური კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

კლუბის გენერალური დირექტორი მალხაზ მაღრაძე იქნება. მანამდე ამ პოსტზე დასაქმებული ნუგზარ ლომთაძე "სიონში" რჩება, თუმცა კლუბში სხვა თანამდებობა ექნება.

დეკემბერში კონტრაქტები დაუსრულდათ კლუბის მენეჯმენტის წევრებს, ლევან ბაჯელიძესა და სანდრო ბურნაძეს. ამ ეტაპზე უცნობია, დარჩებიან თუ არა ისინი კლუბში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დემეტრაძე და ლადო ბურდული ბოლნისის "სიონს"
ჩაიბარებენ?

ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ, საწყალი სიონი და ბოლნისელები რა დღეში ჩაყარეს :(
dato
13:18 15-01-2013
0
რა შეჭამეს გული ამ ლადო ბურდულის გაპიარებით.. რა სულ თველებში გვტენიან
ფეხბურთელად ეგ არ ვარგოდა და არც არანაირი დიდი ფეხბურთი უთამაშია.
გოჩა მაჩაიძის დონის იყო ეგეც კაი ვარიანტში
ასათიანი სად არის რატო არავინ არ ინტერესდება? ეს ბურდული ვის რაში ანაღვლებს?
leandro
16:23 15-01-2013
0

სიახლეები პოპულარული