"გაგრას" ახალ კაპიტან ლაშა კალანდაძეს ამნისტიამ სულზე მოუსწრო

AutoSharing Option
26 თებერვალს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ქუთაისში "ტორპედო" "გაგრას" უმასპინძლებს, განმეორებითი მატჩი კი 2 მარტს თბილისში, "მერანის" სტადიონზე გაიმართება.

პირველი ლიგის "გაგრა" ამ შეხვედრისთვის სახეცვლილი შემადგენლობით ემზადება.

18 თებერვალს მუხრანში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა სეზონის განახლებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს - "გაგრა" პირველი ლიგის სტუ-ს შეხვდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს ახალი კაპიტანი ეყოლება. ამერიკაში სინჯებზე წასული ირაკლი ხუციძის ნაცვლად, სამკლავურს ცენტრალური მცველი ლაშა კალანდაძე მოირგებს.

2012 წლის შემოდგომაზე, "რაჭასთან" შეხვედრაში, კალანდაძემ მსაჯი შეურაცხყო.
ამის გამო იქვე წითელი ბარათი დაიმსახურა, მერე კი სადისციპლინო კომიტეტმა 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

მომხდარის გამო ამტკიცებდნენ, რომ ლაშას კლუბიდან წასვლაზეც დაფიქრდნენ, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებმა 21 წლის ფეხბურთელმა საქმით დაამტკიცა, რომ ღირსეული მოთამაშეა.

სულზე მიუსწრო საფეხბურთო ამნისტიამაც - წესით, მას "ტორპედოსთან" პირველი სათასო შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 21 იანვრის სხდომაზე მიღებული დადგენილებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და ჭაბუკთა ლიგაში და ეროვნული თასის გათამაშებაში 1 იანვრამდე მიღებული ყვითელ-წითელი ბარათები გაუქმდა და კალანდაძემ თამაშის უფლება მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული