თბილისის "დინამომ" კაკუბავას კონტრაქტი გაუწვიტა, რეხვიაშვილი იჯარით გაუშვა

AutoSharing Option
სურათზე: ლევან კაკუბავა და გიორგი რეხვიაშვილი

თბილისის "დინამოს" მცველი გიორგი რეხვიაშვილი სეზონის ბოლომდე, იჯარით საჩხერის "ჩიხურაში" ითამაშებს. ინფორმაციას თბილისელთა კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

24 წლის ფეხბურთელი თურქული შეკრების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა დაითხოვა, კლუბმა კი ტრანსფერზე დააყენა.

აქვე შევიტყვეთ, რომ ასევე დასჯილი და "დინამო 2"-ში გადაყვანილი ლევან ხმალაძისა და ირაკლი ძარიას გაშვებას არ აპირებენ და შესაძლოა, მალე ისევ მთავარ გუნდში დააბრუნონ.

"დინამო" 22 წლის მცველს, ლევან კაკუბავასაც დაემშვიდობა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ფეხბურთელთან მოქმედი კონტრაქტი შეწყვეტილია.

ლევანი თბილისურ კლუბში 2005 წელს
ჩაირიცხა და ასაკობრივი გუნდებისა და დუბლებში გამოსვლის შემდეგ, 2008 წელს ძირითად გუნდში გადაიყვანეს - ერთი ხანობა, ხელმძღვანელობის ფავორიტიც იყო.

მაგრამ სულ გუნდში 74 შეხვედრა ჩაატარა, რაც არც ისე ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ "დინამოში" უკვე მეხუთე სეზონს ატარებს.

მიზეზი ისაა, რომ ბოლო ორ წელიწადში კაკუბავამ რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო, მენისკის გამო, წელიწადზე მეტი გაუცდა და ეტყობა, ფორმა ვერ აღიდგინა.

დასანანი ამბავია, რადგან ლევან კაკუბავას უთამაშია საქართველოს 19-წლამდელთა (6 მატჩი, 1 გოლი), ახალგაზრდულ (13, 0) და ეროვნულ (2, 0) ნაკრებებში, მაგრამ 2012 წელს, ფაქტობრივად, არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული