თბილისის "დინამოს" მცველი გიორგი რეხვიაშვილი სეზონის ბოლომდე, იჯარით საჩხერის "ჩიხურაში" ითამაშებს. ინფორმაციას თბილისელთა კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
24 წლის ფეხბურთელი თურქული შეკრების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა დაითხოვა, კლუბმა კი ტრანსფერზე დააყენა.
აქვე შევიტყვეთ, რომ ასევე დასჯილი და "დინამო 2"-ში გადაყვანილი ლევან ხმალაძისა და ირაკლი ძარიას გაშვებას არ აპირებენ და შესაძლოა, მალე ისევ მთავარ გუნდში დააბრუნონ.
"დინამო" 22 წლის მცველს, ლევან კაკუბავასაც დაემშვიდობა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ფეხბურთელთან მოქმედი კონტრაქტი შეწყვეტილია.
ლევანი თბილისურ კლუბში 2005 წელს
მაგრამ სულ გუნდში 74 შეხვედრა ჩაატარა, რაც არც ისე ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ "დინამოში" უკვე მეხუთე სეზონს ატარებს.
მიზეზი ისაა, რომ ბოლო ორ წელიწადში კაკუბავამ რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო, მენისკის გამო, წელიწადზე მეტი გაუცდა და ეტყობა, ფორმა ვერ აღიდგინა.
დასანანი ამბავია, რადგან ლევან კაკუბავას უთამაშია საქართველოს 19-წლამდელთა (6 მატჩი, 1 გოლი), ახალგაზრდულ (13, 0) და ეროვნულ (2, 0) ნაკრებებში, მაგრამ 2012 წელს, ფაქტობრივად, არ უთამაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"