სკანდალი: ქართული ფეხბურთით პროკურატურა "დაინტერესდება"

AutoSharing Option
13 მარტს "ზესტაფონმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა.

* * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს
ბატონ ზვიად სიჭინავას

2013 წლის 9 მარტს გორის "დილასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში მსაჯთა ბრიგადის (დ. ხარიტონაშვილის ხელმძღვანელობით) მიერ ს/კ "ზესტაფონის" საწინააღმდეგოდ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები აჩენს გარკვეულ ეჭვებს.

მსაჯთა მხრიდან ასეთი სახის მოქმედება აისახა მატჩის შედეგზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გორის "დილას" მონაწილეობით მოვლენათა მსგავსი განვითარება პირველი არ არის და გარკვეულ კითხვებს ბადებს
ს/კ "ზესტაფონის" კარში მსაჯთა მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანები.

საბოლოო ჯამში, საეჭვო არის თავად საფეხბურთო კლუბი "დილას" ქმედებები (განსაკუთრებით, საეჭვო ურთიერთობები მსაჯებთან), რაც აუცილებლად მოითხოვს კომპეტენტურ ორგანოთა მხრიდან აღნიშნული საკითხის გამოძიებას. ჩვენი მხრივ კი მზადყოფნას გამოვთქვამთ თანამშრომლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გააუქმოთ 2013 წლის 9 მარტს გორის "დილასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის გამართული შეხვედრის შედეგი და მიიღოთ შესაბამისი სადისციპლინო ზომები აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილე მსაჯთა ბრიგადის მიმართ.

გარდა ამისა, გთხოვთ, გადასცეთ კომპეტენტურ საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი მასალები საფეხბურთო კლუბი გორის "დილას" ქმედებების გამოსაძიებლად.

პატივისცემით, ს/კ "ზესტაფონის" პრეზიდენტი
ილია კოკაია


* * *
შევიტყვეთ, რომ ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოძიების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიმართა და პროკურატურა განცხადებაში მოყვანილი საკითხების ძიებას შეუდგება.

როგორც ხედავთ, ვითარებამ საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო და ვნახოთ, როგორი გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს. იმედია, ძალოვანი უწყების საქმეში ჩარევა შედეგს გამოიღებს და კონკრეტული კლუბისა თუ მსაჯის ბრალეულობა თუ დადასტურდა, დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან.

ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მხრიდან გვახსოვს გამოთქმული სურვილი გარიგებული მატჩების გამოვლენაში სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის თაობაზე, მაგრამ მაშინ სიტყვა საქმედ არ ქცეულა და მხოლოდ პიარგანცხადებები მოვისმინეთ.

ბოლოს კი ერთი ფაქტი უკომენტაროდ: რამდენიმე ევროპულ ტოტალიზატორს "ჩიხურა"-"დილას" 13 მარტს გამართულ სათასო მატჩში აშკარა ფავორიტად საჩხერელები ჰყავდა მიჩნეული, ცოტა ხანში კი ეს შეხვედრა პროგრამიდან საერთოდ ამოიღო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ზესტაფონი 2:1 - ივანაუსკასს ასეთი მეორე ტაიმი აღარ დაანახოთ! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
პროკურატურამ კოკაიაზე უნდ აღძრას საქმე დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, გასულ სეზონში რუსთავის მეტალურგს სდებდა ბრალს.
vsxo
20:56 14-03-2013
0
რა უსამართლოდ მსჯელობთ. რამდენი გყავთ კ ო კ ა ი ა ს ნ ა ი რ ე ბ ი კართულ .. ფეხბურთში.აზრზე მოდით. ვინ გააკეთა ფეხბურთისთვის ამდენი?? ნუ ხართ დაბოგმილები .შური გვერდით გადადეთ და რეალურად შეხედეთ ყველაფერს.
malxazi
22:02 15-03-2013
0

სიახლეები პოპულარული