ფეროელებმა საქართველოს სხვადასხვა ნაკრებებში მივლენილი ფეხბურთელების (როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, ავთანდილ ენდელაძე, გურამ სამუშია) გარდა, მიკროტრავმების გამო თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, იგორ იელიჩი, ლევან კუტალია და გიორგი კაჭკაჭიშვილი მოისაკლისეს.
მარტვილელთა კართან შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი მასპინძლებმა გოლად აქციეს - მე-6 წუთზე კუთხურისას ვახტანგ ჭანტურიშვილმა ბურთი მოჰამედ რეკრუკს გადააწოდა და ამ უკანასკნელს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.
მეორე გოლი "ზესტაფონმა" 78-ე წუთზე გაიტანა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ზესტაფონელთა მიერ წამოწყებული
შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე დაფიქსირდა - სტუმართა გოლი ბექა ზაქრაძის ანგარიშზეა.
ამხანაგური მატჩი
ზესტაფონი-მერანი 2:1
1:0 რეკრუკი (6), 2:0 დემელი (78), 2:1 ზაქრაძე (82)
ზესტაფონი: ტურავა, თ. ღონღაძე (60. გაგოშიძე), ლოსანო, თედო გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ჩირიკაშვილი (46. რაჟამაშვილი), ბაბუნაშვილი (60. სარდალიშვილი), შარიქაძე (60. ჭანკოტაძე), ბენაშვილი (46. პეტკოვი), რეკრუკი (60. წინამძღვრიშვილი), ჭანტურიშვილი (46. დემელი).
მერანი: შეროზია, მელიავა (75. გაბისონია), იობაშვილი (75. ჯღამაია), ქარქუზაშვილი, ხუბუა, დიდავა (75. წულაია), ბუკია, ტორონჯაძე (69. ქათამაძე), ფონიავა (69. ზაქრაძე), კუჭუხიძე (75. მონიავა), ს. ლომია (58. ბანება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"