ელგუჯა ქომეთიანი "ზუგდიდში" დარჩება, ფეხბურთელები კი დაისჯებიან

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი სამი მარცხით დაიწყო. გასულ ტურში მეგრული კლუბი გორში "დილასთან" 0:6 განადგურდა, რამაც "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს გადადგომის სურვილი გაუჩინა.

"ძნელია ასეთი თამაშის შემდეგ კომენტარი. ფეხბურთელებს ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას, მაგრამ ისინი სათანადოდ არ ეკიდებიან საქმეს.

გუნდში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ყველამ იკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. პირადად მე, ვაპირებ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდე და დაველაპარაკო გადადგომის თაობაზე, მაგრამ თუ შემცვლელი არ მოიძებნება, გუნდს შუა გზაზე არ მივატოვებ",
- თქვა მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

"ზუგდიდის" ასეთი ცუდი
თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ფეხბურთელთა დაბალი მოტივაციაა. ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრით, გუნდს უმაღლესი ლიგიდან დაქვეითება არ ემუქრება და ამავდროულად, არც ევროსაგზურის მოპოვების შანსი აქვს.

როგორც შევიტყვეთ, "ზუგდიდის" ხელმძღვანელობა შექმნილ სიტუაციაში ქომეთიანის მხარეს იჭერს და მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს.

კლუბის დირექტორის, მალხაზ ჭეჟიას განცხადებით, "ზუგდიდის" ხელმძღვანელობა ამჟამინდელ მწვრთნელს სრულ ნდობას უცხადებს და მასთან ერთად გეგმავს ბოლო დროს მომრავლებული პრობლემების აღმოფხვრას.

ჭეჟიას თქმით, მკაცრი ზომების გატარება რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელის დუბლებში გადაყვანით შეიძლება.

მოსალოდნელია, რომ "ზუგდიდის" ბოსები მოთამაშეთა ნაწილის მიმართ ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული