29 წლის მცველს კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს.
საბედნიეროდ, მკურნალობა სწრაფი ტემპით წარიმართა და ამჟამად გიორგის მდგომარეობა სტაბილურია.
უკვე მეოთხე დღეა, რაც იგი მცირე ხნით სიარულს ახერხებს, საავადმყოფოდან გაწერეს და მალე სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.
ონიანის ამბავმა ერთგვარად დაჩრდილა "ტორპედოს" კიდევ ერთი დანაკლისი
"ვალერი ბოლქვაძემ მუხლის ტრავმა მიიღო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას წინა ჯვარედინი იოგები და ლატერალური მენისკი დაუზიანდა, რაც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში თამაშს ვერც გიორგი ონიანი შეძლებს და ვერც ბოლქვაძე", - ვკითხულობთ ქუთაისური გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!
ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს
გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო
გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა