მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, ქუთაისელთა ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი მოედნის დამცავ ღობეს შეეჯახა და გონება დაკარგა.
ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. გიორგის ოპერაცია იმ ღამესვე გაუკეთეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და საბედნიეროდ, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია.
"ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა მომხდართან დაკავშირებით
"ღმერთის წყალობით გადავრჩით... ოპერაციამ კარგად ჩაიარა და რეანიმაციიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
მდგომარეობა სტაბილურია და დღეს უკვე კიდურების ამოძრავება შეძლო.
რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა მთავარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართოს.
სამწუხაროდ, მე თამაშზე არ ვყოფილვარ და მხოლოდ მონაყოლი ვიცი. ეს ერთადერთი თამაში იყო, სადაც არ ვიყავი და... მოკლედ, როგორც ამიხსნეს, ორთაბრძოლის ეპიზოდი იყო და ამის შემდეგ გადავარდა გიორგი და შეეჯახა დამცავი მესერის ბოძს".
ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთა
გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა
სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]