ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

AutoSharing Option
"ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს "ლელოში" უკვე გაეცნობოდით.

მისი თქმით, საკუთარი კლუბის დაშლას იმიტომ აპირებს, რომ ხელისუფლება კერძო გუნდებს ისე არ ეხმარება, როგორც "სახელმწიფო" კლუბებს. მეორე მიზეზად კი მან გარიგებული მატჩები დაასახელა.

"პრობლემაა გარიგებული მატჩებიც: ამ სიბინძურემ უკვე პიკს მიაღწია. ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო.

შარშან ამ დროს პრესკონფერენცია ჩავატარე და რამდენიმე გარიგებულ თამაშზე ეჭვი გამოვთქვი. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გავაკეთე და საგამომძიებლო ორგანოებში დამიბარეს.

გაოცებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე და
გავიგე. გარიგებულ მატჩებზე უამრავი საქმეა აღძრული, ტომებია შედგენილი და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.

არ ვიცი, რას ელოდებიან, ყველაფერი საზოგადოების სამსჯავროზე რატომ არ გამოაქვთ",
- განაცხადა კოკაიამ (იხილეთ სტატია ვრცლად).

"ზესტაფონის" პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე კონკრეტულ თემებზე არ ულაპარაკია, მაგრამ ჩავეძიეთ და ბევრი საინტერესო რამ გვითხრა.

- საგამომძიებლო ორგანოებში კონკრეტულად რომელ განცხადებასთან დაკავშირებით დაგიბარეს?
- როდესაც ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, საგაზაფხულო ეტაპის პირველივე შეხვედრა 9 მარტს, გორში "დილასთან" გვქონდა.

პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ამ შეხვედრის დაწყებიდან ნახევარ საათში სტადიონი დავტოვე, რადგან შევატყვე - ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ, რაც თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ მატჩის შემდეგ ფედერაციაში შევიტანეთ პროტესტი - მსაჯის მოქმედებებზე გვქონდა ეჭვი. გამოძიებას სწორედ ამის შესახებ დაებადა კითხვები.

- ბრძანეთ, გამოძიებას ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია აქვსო. რა ინფორმაციას ფლობთ - გარიგებებს დიდი მასშტაბები აქვს?
- ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან ცხადია, რომ ყველაფერს არ გამიმხელდნენ.

- საქმეში მხოლოდ მოთამაშეები არიან გარეულნი?
- რას ლაპარაკობთ?! არა მხოლოდ მოთამაშეები - კლუბებიც, კერძო პირებიც.

- ზედა საფეხბურთო ეშელონებიც?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით - გამოძიება ყველაფერს ხომ არ მეტყოდა?! იცით, ფეხბურთიდან წასვლაზე კიდევ რატომ დავფიქრდი? თამაშებს თავად მოთამაშეებიც ყიდიან და უკვე ყოველ ყვითელსა და წითელს, კუთხურს ან ჯარიმას ეჭვის თვალით ვუყურებ. ფეხბურთში იმისთვის კი არ მოვედი, რომ ეჭვებით ვიცხოვრო - სიამოვნების მიღება და ზესტაფონელების გახარება მსურდა.

ორი თვის წინ მოლდოვაში დაიჭირეს ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაზე დადო ფსონი. მან იცოდა, ის მატჩი რა შედეგით დასრულდებოდა.

არადა, დღემდე ვერ წარმოვიდგენდი და ვერც ვიეჭვებდი, ის შეხვედრა გარიგებული თუ იქნებოდა.

- აღარ ვიცი, რა გკითხოთ. უკვე ისიც დასაფიქრებელია - ქართულ ფეხბურთს რაიმე წმინდა თუ შერჩა...
- არ შერჩა და სწორედ ამაზეა ლაპარაკი! ან ამ ყველაფრის შემდეგ რა უნდა დავიჯერო?!

- წარმოუდგენელია, ეს თქვენ იცოდეთ და ინფორმაციას არ ფლობდეს ფეხბურთის ფედერაცია...
- ერთია, რომ იცის და მეორეა - გარიგებას როგორ დაამტკიცებს? ეს ძალიან ძნელი საქმეა, საფეხბურთო კლუბი და ფედერაცია ხომ საგამომძიებლო ორგანო არ არის. მაგრამ ვინც ამ ფაქტების მოპოვება შეძლო, იმედია, მალე ყველაფერს გამოამზეურებს და ქართული ფეხბურთი გაიწმინდება.

თუ ეს გააკეთეს იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან, ჩვენ ვის ვერიდებით?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როინ ონიანი: ჩვენი დაჭერით უარესი ამბები გადაფარეს, ხალხმა კი არაფერი იცის
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
ხუთი მოკვეთეს, მთავარი თუ მოიკვეთება?
"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის
მკითხველის კომენტარები / 6 /
1111-პირადულად შენ ხომა ხარ ამ კაცთან დაკავშირებული და ამიტომ იცავ ასე თავგამოდებით? მე ზედმიწევნით ვიცი რასაც ვიძახი.მართალია ფული ჩადო ზესტაფონში და "კაი საქმე" გააკეთა როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ეს არცერთისთვის ფარი არ უნდა იყოს. ცოტა ხანში გაიგებთ ყველა ვინ ვინ არის? კოკაიას არა ააქვს უფლება ადამიანობაზე ისაუბროს და ყველაზე უარესია ამას მედიის საშუალებით ახერხებს.
kaxaberi
13:19 10-05-2013
0
kaxaberi ამ კაცს ზესტაფონისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და თუ გუნდს დაშლის უკეთესი კი არა ძაან ცუდი რამე მოხდება ქალაქისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც....
FOREX
13:08 10-05-2013
0

სიახლეები პოპულარული