ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

AutoSharing Option
"ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს "ლელოში" უკვე გაეცნობოდით.

მისი თქმით, საკუთარი კლუბის დაშლას იმიტომ აპირებს, რომ ხელისუფლება კერძო გუნდებს ისე არ ეხმარება, როგორც "სახელმწიფო" კლუბებს. მეორე მიზეზად კი მან გარიგებული მატჩები დაასახელა.

"პრობლემაა გარიგებული მატჩებიც: ამ სიბინძურემ უკვე პიკს მიაღწია. ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო.

შარშან ამ დროს პრესკონფერენცია ჩავატარე და რამდენიმე გარიგებულ თამაშზე ეჭვი გამოვთქვი. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გავაკეთე და საგამომძიებლო ორგანოებში დამიბარეს.

გაოცებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე და
გავიგე. გარიგებულ მატჩებზე უამრავი საქმეა აღძრული, ტომებია შედგენილი და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.

არ ვიცი, რას ელოდებიან, ყველაფერი საზოგადოების სამსჯავროზე რატომ არ გამოაქვთ",
- განაცხადა კოკაიამ (იხილეთ სტატია ვრცლად).

"ზესტაფონის" პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე კონკრეტულ თემებზე არ ულაპარაკია, მაგრამ ჩავეძიეთ და ბევრი საინტერესო რამ გვითხრა.

- საგამომძიებლო ორგანოებში კონკრეტულად რომელ განცხადებასთან დაკავშირებით დაგიბარეს?
- როდესაც ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, საგაზაფხულო ეტაპის პირველივე შეხვედრა 9 მარტს, გორში "დილასთან" გვქონდა.

პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ამ შეხვედრის დაწყებიდან ნახევარ საათში სტადიონი დავტოვე, რადგან შევატყვე - ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ, რაც თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ მატჩის შემდეგ ფედერაციაში შევიტანეთ პროტესტი - მსაჯის მოქმედებებზე გვქონდა ეჭვი. გამოძიებას სწორედ ამის შესახებ დაებადა კითხვები.

- ბრძანეთ, გამოძიებას ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია აქვსო. რა ინფორმაციას ფლობთ - გარიგებებს დიდი მასშტაბები აქვს?
- ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან ცხადია, რომ ყველაფერს არ გამიმხელდნენ.

- საქმეში მხოლოდ მოთამაშეები არიან გარეულნი?
- რას ლაპარაკობთ?! არა მხოლოდ მოთამაშეები - კლუბებიც, კერძო პირებიც.

- ზედა საფეხბურთო ეშელონებიც?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით - გამოძიება ყველაფერს ხომ არ მეტყოდა?! იცით, ფეხბურთიდან წასვლაზე კიდევ რატომ დავფიქრდი? თამაშებს თავად მოთამაშეებიც ყიდიან და უკვე ყოველ ყვითელსა და წითელს, კუთხურს ან ჯარიმას ეჭვის თვალით ვუყურებ. ფეხბურთში იმისთვის კი არ მოვედი, რომ ეჭვებით ვიცხოვრო - სიამოვნების მიღება და ზესტაფონელების გახარება მსურდა.

ორი თვის წინ მოლდოვაში დაიჭირეს ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაზე დადო ფსონი. მან იცოდა, ის მატჩი რა შედეგით დასრულდებოდა.

არადა, დღემდე ვერ წარმოვიდგენდი და ვერც ვიეჭვებდი, ის შეხვედრა გარიგებული თუ იქნებოდა.

- აღარ ვიცი, რა გკითხოთ. უკვე ისიც დასაფიქრებელია - ქართულ ფეხბურთს რაიმე წმინდა თუ შერჩა...
- არ შერჩა და სწორედ ამაზეა ლაპარაკი! ან ამ ყველაფრის შემდეგ რა უნდა დავიჯერო?!

- წარმოუდგენელია, ეს თქვენ იცოდეთ და ინფორმაციას არ ფლობდეს ფეხბურთის ფედერაცია...
- ერთია, რომ იცის და მეორეა - გარიგებას როგორ დაამტკიცებს? ეს ძალიან ძნელი საქმეა, საფეხბურთო კლუბი და ფედერაცია ხომ საგამომძიებლო ორგანო არ არის. მაგრამ ვინც ამ ფაქტების მოპოვება შეძლო, იმედია, მალე ყველაფერს გამოამზეურებს და ქართული ფეხბურთი გაიწმინდება.

თუ ეს გააკეთეს იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან, ჩვენ ვის ვერიდებით?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როინ ონიანი: ჩვენი დაჭერით უარესი ამბები გადაფარეს, ხალხმა კი არაფერი იცის
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
ხუთი მოკვეთეს, მთავარი თუ მოიკვეთება?
"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის
მკითხველის კომენტარები / 6 /
კოკაია ბინძური კაცი ხარ შენ, ბინძურიი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უცოდველი კრავივით რომ წარმოაჩენ შენ თავს,შენს თავს ჰკითხე ერთი მილიონები
სუფთა ხელებით გაქვს ნაშოვნი?ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა ცოტა ხანში და მაშინ გაუსწორე თვალი რეალობას თუ ვაჟკაცი ხარ?შენ იმ ცოდვებს ვერ ამოისყიდი რაც გაკეთებული გაქ ცხოვრებაში, ვითომ ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებით?რას გვაყვედრი ამდენი ხანი წაეთრიე თუ მიეთრევი, უკეთესი იქნება ზესტაფონისთვისაც.
kaxaberi
12:15 10-05-2013
0
kaxaberi
ეტყობა პირადი წყენა გაქვს მაგ კაზცე და პირადი წყენების გარჩევის ადგილი აქ არ არის. ამის 1% გააკეთე და მერე ილაპარაკე
1111
12:31 10-05-2013
0

სიახლეები პოპულარული