ამბის გადასამოწმებლად. ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტს, ლევან ფხაკაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:
- საქმე ცოტა სხვაგვარად არის. ჩვენ გვსურს, რომ "ლოკომოტივიდან" ნიჭიერი მოთამაშეები დავიმატოთ. ამ კლუბის ხელმძღვანელებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოში საუკეთესო ახალგაზრდებს ზრდიან.
"ლოკომოტივის" ბირთვს შეადგენენ ფეხბურთელები, რომლებმაც ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავეს.
მათ დაამტკიცეს, რომ აქვთ ნიჭი, დიდი პოტენციალი, უდიდესი მოტივაცია და უნარი,
ჩვენი მომავლისთვის ეს ყველაზე სწორი არჩევანი იქნება.
- ანუ ინფორმაცია, რომ გუნდები ერთიანდებოდით, არასწორია?
- ჩვენ მხოლოდ მოთამაშები მოგყავს და სტრუქტურაში არაფერს ვცვლით.
- "ტორპედოს" ფეხბურთელებიდან ვინ დარჩება?
- პერსპექტიულ მოთამაშეებს დავტოვებთ. აბსოლუტურად ყველას გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებთ.
* * *
ლექსო თოფურია, "ლოკომოტივის" პრეზიდენტი:
- ეს არ იქნება გუნდების გაერთიანება. "ლოკომოტივი" და "ტორპედო" ცალკე სუბიექტები არიან და მომავალშიც ასე იქნება. უბრალოდ, ქუთაისელები ჩვენი მოთამაშეთა ჯგუფით დაინტერესდნენ.
- "ტორპედოს" რამდენი მათგანის წაყვანა სურს?
- მოლაპარაკება მალე დასრულდება და მერე ყველაფერს ვიტყვით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმრავლესობას უკვე თავისუფლად შეუძლია უმაღლეს ლიგაში თამაში.
სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამ ბიჭებს უფრო მაღალ დონეზე თავის გამოჩენაში ხელს ვერ შევუშლით. პირველ ლიგაში მათი გაჩერება აღარ ღირს, ცოდოები არიან. თანაც, აქ ისეთი სიბინძურეებია...
ჩვენ კი კვლავ იმავეს გავაკეთებთ, რასაც აქამდე - ქართულ ფეხბურთს ახალ თაობას გავუზრდით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
ლექსო თოფურია: ჩვენთვის მთავარი ფეხბურთელების გაზრდაა