”ზესტაფონი”: გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ...

AutoSharing Option
"ზესტაფონში" შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ბოლო დღეებში არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

მოკლედ შეგახსენებთ - კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ განაცხადა, რომ "ზესტაფონის" შენახვას ვეღარ ახერხებდა და კლუბის მიხედვა ქალაქის მუნიციპალიტეტს სთხოვა.

ჯერჯერობით "ზესტაფონის" ირგვლივ სრული გაურკვევლობაა - არავინ იცის, რა ბედი ეწევა კლუბს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო და ზედიზედ ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

კლუბი და მისი გულშემატკივრები სამართლიანობის პრინციპის დაცვას ითხოვენ და მაგალითად გორის "დილას" პრეცედენტი მოჰყავთ. თუ სახელმწიფო ბიუჯეტი
დან "დილა" ფინანსდება, მაშინ ასეთივე მასშტაბით უნდა დაფინანსდეს "ზესტაფონი" და სხვა კლუბებიც - ასეთია ზესტაფონელთა მოთხოვნა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი უკვე იმყოფებოდა გორში და "დილას" გადარჩენის მიზნით კონკრეტული განცხადებებიც გააკეთა. ზესტაფონელი ქომაგები მინისტრისგან ანალოგიურ ნაბიჯს მათი კლუბის მიმართაც მოითხოვენ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა იმყოფებოდა და კლუბის მიმართ სოლიდარობა დააფიქსირა.

16 მაისს "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"16 მაისს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ სპორტისა და ახალგა
ზრდობის საქმეთა მინისტრ ბატონ ლევან ყიფიანთან, რომელშიც, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, საუბარი შეეხო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" სადღეისოდ შექმნილ ვითარებას...

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონს ეწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ზვიად სიჭინავა. საფეხბურთო ოჯახის თავკაცმა დაგვდო პატივი, გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი და გულშემატკივართა გასაჭირი და გვესტუმრა ქალაქში ვითარებაში უკეთ გასა
რკვევად.

ფედერაციის პრეზიდენტმა გაგვიზიარა თავისი ხედვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და სიტუაციის განმუხტვისა და ზესტაფონში ფეხბურთის გადარჩენის მიზნით, ზესტაფონის გამგებლის მსგავსად, მაქსიმუმის გაკეთების პირობა მოგვცა.

ბატონი სიჭინავასგან განსხვავებით, სპორტის მინისტრს ზესტაფონელები არც მისი მაღალი სტუმრობის ღირსად ჩაუთვლია (თავად მინისტრს ეს ამბავი აზერბაიჯანში სასწრაფო ვიზიტით აუხსნია) და არც რომელიმე მოადგილისათვის დაუვალებია მსგავსი რამ... მეტიც, როგორც გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან იკვეთება, ბატონი ყიფიანი ხმამაღლა აცხადებს, რომ არ იცის, თუ რა პრეტენზიები ჰქონიათ ზესტაფონელებს (!).

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მინისტრი და მისი უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულან შექმნილი მდგომარეობით, ბატონმა ლევანმა საფეხბურთო ზესტაფონში შექმნილ სიტუაციას თითიდან გამოწოვილიც კი უწოდა...

აქვე გვინდა, გაოცებით გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონი ლევანი საკუთარი ინიციატივით ესტუმრა გორს და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ გუნდს დახმარებასა და გვერდში დგომას დაჰპირდა.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ, რომელიც შარშანდელი თასის გათამაშების ფინალში მომხდარი სიბინძურის შემდეგ ეროვნული თასის გათამაშებისათვის მამამისის, დიდი დათო ყიფიანის სახელის ჩამორთმევას კატეგორიულად მოითხოვდა და სულ მცირე ხნის წინ საბიუჯეტო კლუბების არსებობის იდეის წინააღმდეგ თავად ილაშქრებდა...

დასანანია, რომ ბატონი მინისტრი არ დაინტერესებულა იმით, თუ რამ განაპირობა ის, რომ კლუბის მეპატრონემ, რომელმაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი ზემოიმერული კლუბის არსებობისა და სათანადო საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მილიონობით ინვესტიცია განახორციელა, კლუბის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა მოვიწვიოთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბატონი ლევან ყიფიანი ზესტაფონში, რათა მან ადგილზე მოახერხოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი ვითარების უკეთ გაცნობა".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოკაიას გორის დილას დაშლა უნდოდა, ფაქტიურად კი ზესტაფონი იშლება.
vaxo
11:47 17-05-2013
0
ეხლა გაუჯირდა კოკაიას თუ უბრალოდ შურს დილასი ამდენს რო მიახწია?
ირაკლი
12:34 17-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული