დინამო-ზესტაფონი არ ჩაიშლება - ლევან ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა

AutoSharing Option
"ლელოს" წინა ნომერში "ზესტაფონის" ღია წერილი გაგაცანით, სადაც კლუბში არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი და ამავდროულად, გაჟღერდა თხოვნა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანისადმი, რათა პირადად ჩასულიყო ზესტაფონში და კლუბში შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გასცნობოდა.

მინისტრის პასუხმა არ დააყოვნა და 17 მაისს ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა.

ღია შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას დაახლოებით ასი ადამიანი დაესწრო.

სპორტის სამინისტროს მინისტრის გარდა, მისი მოადგილე აკაკი ლოდია წარმოადგენდა, მასპინძელთა მხრიდან კი სამინისტროს მაღალჩინოსნებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ქამუშაძე, "ზესტაფონის" ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი და
კლუბის პრესსამსახურის უფროსი სერგო ფუტკარაძე დახვდნენ
.
საუბარი საკმაოდ ემოციური და შინაარსიანი გამოვიდა. საბოლოოდ, მხარეებმა საერთო ენა გამონახეს. მინისტრმა მასპინძლებს უთხრა, რომ სამინისტრო უახლოეს დღეებში კერძო კლუბების შესახებ სპეციალურ პროგრამას გამოაქვეყნებს, სადაც სხვების მსგავსად, "ზესტაფონის" ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

ზესტაფონელებმა გამოთქვეს იმედი, რომ მათი კლუბის არსებობას საფრთხე არ დაემუქრება და ამის სურვილი სტუმრებმაც დააფიქსირეს.

უფრო კონკრეტულად კი, თვის ბოლომდე შევიტყობთ, რა შედეგი მოჰყვება ამ შეხვედრას. იმედს გამოვთქვამთ, რომ არც "ზესტაფონის" და არც მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარი სხვა ქართული კლუბების მომავალი ბუნდოვანი არ დარჩება და ისინი ყველა უსიამოვნების დაძლევას შეძლებენ.

რაც შეეხება 18 მაისს, უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში გასამართ "დინამო"-"ზესტაფონს", მას ჩაშლა აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, ამ შეხვედრის ჩატარება სათუო იყო, რადგან ზემოთ ნახსენები პრობლემების გამო იმერული კლუბი მატჩისწინა შეკრებაზე არ იყო გადასული. თუმცა მატჩის წინა დღეს გაირკვა, რომ "ზესტაფონი" "დინამოს" მაინც დაუპირისპირდება, ოღონდ არცთუ უძლიერესი შემადგენლობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
”ზესტაფონი”: გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ...
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 4 /
კიპიანო რას გავხარ წადი რააა? *** ხარ
gaga
14:19 18-05-2013
0
ეს ზესტაფონელები თავისი კოკაიანად რას გვეაგრესიულებიან. ადგეს და თქვენი მუნიციპალიტეტი დაგეხმაროთ, ისევე როგორც გორშია.
ramo
09:32 19-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული